GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შპს „ბურჯის“ მფლობელის ვინაობა 10 დღეში გახდება ცნობილი
11:32 03.08.2012
დღის სიახლეები

აუქციონზე გაყიდული შპს „ბურჯის“ მფლობელის ვინაობა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც მყიდველი თანხას გადაიხდის. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა  ბესიკ ლილუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით,  მყიდველს შეძენილი ქონების საფასურის გადახდა 10 დღის განმავლობაში შეუძლია, მისი ვინაობც მხოლოდ თანხის სრულად გადახდის შემდეგ გასაჯაროვდება.

აუქციონზე იძულების წესით გატანილი კომპანია გუშინ გაიყიდა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 16 ივლისს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო გაცემული #4/2756-12 და #4/2751-12 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე შპს "ბურჯს" ჯარიმის სახით დაეკისრა 11 018, 105 ლარის გადახდა, მას ასევე გადასახდელად დაეკისრა აღსრულების საფასური  771 267,35 ლარის ოდენობით.

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულების 50%, შესაბამისად  შპს "ბურჯის" ქონების საწყისი ფასი აუქციონზე  5 153 831,5 ლარი იყო.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ხატია ქვათაძე: მაესტროზე არ შეიცვლება არაფერი1
დევიდ პეტრეუსი: პუტინი ჩვენი მეგობარი არ არის2
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 24 ოქტომბრისთვის3
გოგა ხაჩიძე: ხათუნა გოგალაძეს გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატად წარდგენას ვულოცავ4
რიჩარდ ნორლანდი: საქართველომ დემოკრატიის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X