GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უფასო სამართლებრივი დახმარებით წელს 14 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა
13:05 03.08.2012
დღის სიახლეები

დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის საბჭომ სხდომა გამართა, რომელსაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე, გიორგი არსოშვილი დაესწრო. საბჭოს წევრები იურიდიული დახმარების სფეროში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, ირაკლი კობიძემ, საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, წელს უფასო სამართლებრივი დახმარებით 14 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნა კი, იურიდიულ კონსულტაციებზე იყო. 2012 წელს გაწეული კონსულტაციების რაოდენობამ შარშანდელ მაჩვენებელს 24%-ით გადააჭარბა. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ადვოკატების დახმარებით სრულად გამართლდა 22 ბრალდებული, რაც ქვეყნის მასშტაბით სასამართლოს მიერ გამართლებულ ბრალდებულთა მესამედზე მეტია.

სამინისტროს ინფორმაციით, აქტიურად მუშაობენ იურიდიული დახმარების მობილური ჯგუფებიც, რომლებმაც სხვადასხვა რეგიონში 90-ზე მეტი გასვლითი კონსულტაცია განახორციელეს და სამართლებრივი დახმარება 2000-ზე მეტ მოქალაქეს აღმოუჩინეს. გარდა ამისა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის და ხარისხის თემაზე, არაერთი დისკუსია გაიმართა.

წელს, საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ინიციატივით, მიიღეს პირველი გლობალური მასშტაბის დოკუმენტი, რომელიც გაეროს წევრ სახელმწიფოებს სისხლის სამართლის საქმეებზე იურიდიული დახმარების უზრუნველყოფას ავალდებულებს. იურიდიული დახმარების ქართული მოდელის შესასწავლად, საქართველოს ინდონეზიის დელეგაციაც სტუმრობდა.

იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის საბჭო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ხუთწევრიანი სამეთვალყურეო ორგანოა, რომელშიც ამავე სამინისტროს, ასევე საქართველოს პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” წარმომადგენლები შედიან.

საბჭო იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარების ძირითად მიმართულებებს ამტკიცებს, მათ შესრულებას აკონტროლებს და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
უსუფაშვილი: ყველა პროცედურული საკითხის ჩამოყალიბება დაგეგმილზე 10 დღით ადრე მოხდება1
მატვიენკო: ცვლილებები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს გააუმჯობესებს2
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო არ იყიდება3
სიმსუქნე შესაძლოა მკერდის კიბოს გამომწვევი ფაქტორი გახდეს4
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X