GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„მეცხრე არხი“ საქართველოს მასშტაბით ყველა ძირითადი მსხვილი საკაბელო კომპანიის პაკეტში ჩაჯდა
16:44 03.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დღევანდელი ინფორმაციით, თანამგზავრული ტელეკომპანია „მეცხრე არხი“, რომელმაც უზრუნველყო საკუთარი სიგნალის მიტანა საკაბელო კომპანიებში და მოსთხოვა მათ სიგნალის გატარება, უკვე ჩაჯდა საქართველოს მასშტაბით ყველა ძირითადი მსხვილი საკაბელო კომპანიის პაკეტში, კერძოდ, „კავკასუს ტვ“-ში, „სუპერ ტვ“-ში ,“ჯი-ენ-ენ“-ში, „მაგთისატში“, „მეშვიდე არხში“, „BATUMI MEDIA GROUP”-ში, “TV ERA”-ში, „სატელიტსერვისში“, ხოლო 15:00 საათიდან დაიწყო სიგნალის გავრცელება „სილქ ტვ“-ს ქსელშიც.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საკაბელო კომპანიების მომსახურებით სარგებლობს 180 000 ოჯახი; ბოლო მონაცემებით, თანამგზავრული მაუწყებლის „მეცხრე არხის“ სიგნალი უკვე ხელმისაწვდომია დაახლოებით 145 000 ოჯახისთვის.

„ამავდროულად გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორის ბაჩო კიკაბიძის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“, „must carry”-ს პრინციპის შესაბამისად, არც ერთ საკაბელო კომპანიას არ მიმართავს მაესტროს სამაუწყებლო სიგნალის საკაბელო პაკეტში განთავსების მოთხოვნით. კომისია მოუწოდებს ტელეკომპანია „მაესტროს“, რომ იხელმძღვანელოს საარჩევნო პერიოდში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი საჯარო ინტერესით, ნუ შექმნის „must carry”-ს პრინციპის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ ხელოვნურ ბარიერებს, დროულად მიმართოს და მიაწოდოს სამაუწყებლო სიგნალი საკაბელო კომპანიებს, რათა მათ შეძლონ ტელეკომპანია „მაესტროს“ სამაუწყებლო არხის საკუთარი აბონენტებისათვის შეთავაზებულ პაკეტებში განთავსება და მაყურებლამდე მიტანა“,- აცხადაბენ კომისიაში.

კომისია ასევე ეხმიანება კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ მიერ გავრცელებულ ბოლო განცხადებას და მოუწოდებს მას ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, თითქოს კომისიის მიერ კანონის არასწორი ინტერპრეტაციის გამო „Must Carry”-ს პრინციპის შესრულება მინიმუმ ორი კვირით დაგვიანდება.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულებაა საკუთარი მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა საერთო მაუწყებლის სიგნალი. საერთო მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო სიგნალის საკაბელო კომპანიამდე მიტანისთანავე, საკაბელი კომპანიას სჭირდება საათები და არა 2 კვირა სიგნალის აბონენტამდე მისატანად“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი აგლაძეს 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (VIDEO)1
აღმაშენებლის განახლებული გამზირი2
თაკო ჩარკვიანი: კულტურის სამინისტროში გაუნათლებელი ხალხის ყოფნას ვეწინააღმდეგები3
3 612 269 ხმა დათვლილია, ბოლო მონაცემები ცესკოდან4
ბარაკ ობამამ აშშ–ს საელჩოზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი დაგმო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X