GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პავლე კუბლაშვილმა ომბუდსმენს მადლობა გადაუხადა
19:00 06.04.2012
დღის სიახლეები

სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის 2011 წლის 645 გვერდიან ანგარიშს, დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 12 აპრილს მოისმენენ.

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა, მომზადებული ანგარიშისთვის ომბუდსმენს მადლობა გადაუხადა.

კუბლაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს სახალხო დამცველის აპარატთან კომუნიკაცია, რომ პლენარულ სხდომამდე, საპარლამენტო უმრავლესობამ ის მნიშვნელოვანი საკითხები დააზუსტოს, რომელზეც სახალხო დამცველი ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს.

კუბლაშვილის თქმით, ანგარიშში მოყვანილ კანონის დამრღვევ ფაქტებზე პარლამენტი ინფორმაციას დააზუსტებს და კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირებასაც მოახდენს.

დეპუტატის განცხადებით, ის შეეცდება სასამართლოსთან დაკავშირებით ინფორმაცია იუსტიციის საბჭოს წევრებთან დააზუსტოს და განცხადებას 12 აპრილს გააკეთებს.

კუბლაშვილმა სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიშიდან პენიტენციალური სისტემა და ჯანდაცვა გამოყო და განაცხადა, რომ  ხელისუფლება ქვეყანაში ღირსეული ჯანდაცვის სისტემის შესაქმნელად ყველაფერს გააკეთებს.

„ანგარიშში საუბარი იყო პენიტენციალურ სისტემაში ჩატარებულ მონიტორინგზე. ოპოზიციონერები კი, გადატვირთულობაზე საუბრობენ, მაგრამ ჩვენ სწორედ ამიტომ ვცდილობთ პრობლემების მოგვარებას და იმ ინფრასტრუქტურის მოწყობას. ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგია, რომ დღეს მშვიდ გარემოში ვცხოვრობთ, მგონია, რომ წინა სახალხო დამცველის პრობლემა იყო პოლიტიზირება და მაშინ პრობლემები მასთან სწორედ ამის გამო დაიწყო. თქვენ კი მომზადებული ანგარიშისთვის მადლობას გიხდით“,- დასძინა მან.

პარლამენტში ამ წუთებში სახალხო დამცველი დეპუტატთა მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსკოვის სიახლოვეს რადიაციული ფონის მატება დაფიქსირდა1
მიხეილ სააკაშვილი: თელავი უნდა გახდეს სანიმუშო ქალაქი და გვირგვინი ქართული აღმშენებლობის2
ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო უბანზე იმყოფება3
17 დეკემბერს ნიქოზში მცხოვრებ ვეტერანებს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ4
ლალი მოროშკინა სოზარ სუბარის მრჩეველი გახდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X