GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბერა ივანიშვილის კუთვნილი ტელეარხის მაუწყებლობას „გლობალ TV“ უზრუნველყოფს
15:25 07.08.2012
დღის სიახლეები

ბერა ივანიშვილის გასართობი ტელეარხი GDS TV მაუწყებლობას უახლოეს დღეებში დაიწყებს. აღიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს , „გლობალ TV“- ში დაუდასტურეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, არხის მაუწყებლობას „გლობალ TV“ უზრუნველყოფს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი არხი ეთერში დღეს უნდა ჩაშვებულიყო, თუმცა როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს კომპანიაში განუცხადეს, შესაბამისი პროცედურა არხის წარმომადგენლებს ჯერ არ გაუვლიათ.

შეგახსენებთ, რომ  GDS TV B125 სამაუწყებლო ლიცენზიას ფლობს, რომელიც მანამდე ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ტექნიკურ დირექტორს, ვლადიმერ შენგელაიას ეკუთვნოდა.  შენგელაია აცხადებდა, რომ მას  „ობიექტური საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების“ არხის გაკეთება სურდა, თუმცა მოგვიანებით, მან საკუთარი 20 პროცენტიანი წილი ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის არასრულწლოვან შვილს, ბერა ივანიშვილს მიჰყიდა.

ლიცენიზია მფლობელს საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქცია როგორც საკაბელო ქსელების საშუალებით, ისე თანამგზავრული სისტემებით გაავრცელოს. ლიცენზიის სახეობაა საერთო, გეოგრაფიული დაფარვის ზონა - საქართველო, მაუწყებლობა კი 24 საათიანი.

GDS TV-ს ხელმძღვანელთა თქმით, ტელეკომპანია გასართობი იქნება. საერთო  სამაუწყებლო ლიცენზია კი ტელეკომაპნიას მინიმუმ ორი სახის (საინფორმაციო და სხვა ტიპის)  გადაცემის მომზადებას ავალდებულებს.

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის შვილმა, ბერა ივანიშვილმა, ახალი გასართობ-შემეცნებითი არხის ჩაშვებასთან დაკავშირებით ინფორმაციას Facebook- ით რამოდენიმე კვირის წინ გაავრცელა.

როგორც ბერა ივანიშვილი საკუთარ გვერდზე წერს, ქართულ ტელესივრცეში მალე ახალი ტელევიზია GDS გამოჩნდება.

"ახალი ტელევიზია GDS!!! პირველი გასართობ-შემეცნებითი არხი ქართულ ტელესივრცეში. უამრავი სიურპრიზი გელით", - ამბობს ბიძინა ივანიშვილის ვაჟი.

ამასთან, ბერამ პრომო-რგოლიც ატვირთა, სადაც "რუსთავი-2"-ის გასართობი შოუების ყოფილი მსახიობები: თემო მჟავია, ამიკო ჩოხარაძე და ლევან გოგორელიანი იღებენ მონაწილეობას. კადრში ჩანს ტელეკომპანიის კიდევ ერთი პროექტის „ჯეო ბარის“ გამარჯვებული - „ჩელე“.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კომედი შოუს" სამი თანამშრომელი ბერა ივანიშვილის Georgian Dream Studio-ს  სამი თვის წინ  შეუერთდა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 32 ადამიანი ემსხვერპლა1
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება2
რუსეთი ბირთვული იარაღზე ას მილიარდს დახარჯავს3
სალომე ზურაბიშვილს კულტურის მოღვაწეების მიმართ კითხვები აქვს4
პარლამენტის ხაზინადართა საბჭო შეიქმნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X