GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვალერი გელბახიანი: ბონდო შალიკიანი მანქანაში ჩაცხრილეს
15:15 07.08.2012
დღის სიახლეები

ყოფილი პარლამენტარის ვალერი გელბახიანის ინფორმაციით, მინსკში, ბონდო შალიკიანი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს.

ამის შესახებ გელბახიანმა განცხადება, „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, მან აღნიშნული ინფორმაცია მინსკში გადაამოწმა, სადაც დაუდასტურეს, რომ შალიკიანი ქილერმა მოკლა.

„მე დავრეკე მინსკში და გადავამოწმე ინფორმაცია. როგორც გაირკვა ბონდო შალიკიანი 02:00 საათზე საკუთარ სახლთან მივიდა, რა დროსაც ის მანქანაში ჩაცხრილეს. მკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ამ დროისათვის ძალიან გაურკვეველი ვითარებაა“,- განაცხადა გელბახიანმა.

შეგახსენებთ, რომ  მინსკში ბონდო შალიკიანი მოკლეს. მასთან ერთად მოკლულია „კავკასიური გარეგნობის“ კიდევ ერთი პირი - იუწყება „apsny.ge“.

შალიკიანი მეტ-ნაკლებად გავლენიან პერსონად ითვლებოდა იმერეთში. ის აკონტროლებდა ნავთობპროდუქტების ბიზნესს და მის მფლობელობაში იყო ტელეკომპანია „ქუთაისი“.

ის სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის იმერეთის ექს-გუბერნატორმა თემურ შაშიაშვილმა არაერთხელ დაადანაშაულა კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში.

2004 წლის მარტში ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბონდო შალიკიანი სპეცოპერაციისას დააკავეს. პოლიციის მონაცემებით, ჩხრეკის დროს მის სახლში სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. სპეცოპერაციას მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი აგლაძეს 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (VIDEO)1
ტაიფუნი “ბოლავენი” რუსეთს უახლოვდება2
აღმაშენებლის განახლებული გამზირი3
თაკო ჩარკვიანი: კულტურის სამინისტროში გაუნათლებელი ხალხის ყოფნას ვეწინააღმდეგები4
3 612 269 ხმა დათვლილია, ბოლო მონაცემები ცესკოდან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X