GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთის საგარეო უწყება ქართველი მაშველების მიმართ მადლიერებას გამოთქვამს
09:51 08.08.2012
დღის სიახლეები

მოსკოვი მადლიერია ქართველი მაშველების, რომლებმაც დახმარება გაუწიეს რუს ალპინისტებს. ამის შესახებ „იტარ-ტასს“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„საქართველოს სამაშველო სამსახურებმა დაასრულეს ვერტმფრენით ევაკუაციის ოპერაცია 4 რუსი ალპინისტისა, რომლებიც სვანეთის რთულადმისადგომ, მთიან ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციაში აღმოჩნდნენ“ - განაცხადეს სამინისტროში და დასძინეს, რომ ქვების ცვენისას დაშავებულ რუსეთის მოქალაქეს სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინეს.

„მადლიერებით აღვნიშნავთ ქართველი მაშველების ეფექტურ ქმედებას“  - განაცხადეს საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ორდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სვანეთში, თეთნულდის მთაზე მყოფი 4 რუსი ალპინისტი გამოიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციებში შინაგან საქმეთა სამინისტროს 8-კაციანი ჯგუფი მონაწილეობდა. ალპინისტების პოვნას უამინდობა უშლიდა ხელს. მათი გამოყვანა გუშინ, ვერტმფრენის მეშვეობით მოხერხდა. ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთი ალპინისტი, რომელმაც ფეხი დაიზიანა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს1
გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას პატრიარქის ეპისტოლეზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს2
წიკლაური: როგორ შეიძლება ასეთი ცვალებადი ფსიქიკის ადამიანს ქვეყანა ვანდოთ?3
თაქთაქიშვილი: ივანიშვილის მოთხოვნები გვაფიქრებინებს, რომ მათი მიზანი არჩევნების შემდგომ არეულობის გამოწვევა4
პარლამენტში სრულიად ახალი რეგლამენტის ინიცირება მოხდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X