GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ტუღუში არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის ეხმაურება
17:20 09.08.2012
დღის სიახლეები

სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის # 11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტს ეხმაურება. 

როგორც გიორგი ტუღუშის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის ჯგუფმა გაარკვია, რომ დაწესებულებაში მყოფი 122 მსჯავრდებულიდან 60 გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N16 დაწესებულებაში, ხოლო 47 მსჯავრდებული - რუსთავის N17 დაწესებულებაში. 15 მსჯავრდებული დატოვებული იქნა ადგილზე.

ტუღუშის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები გაესაუბრნენ ადგილზე დარჩენილ არასრულწლოვნებს, დაწესებულების ადმინისტრაციას და დაათვალიერეს დაწესებულების საცხოვრებელი კორპუსები. დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ მოცემული მომენტისთვის საცხოვრებელი კორპუსი ფუნქციურად გამოუსადეგარია და საჭიროებს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.

„იმავე ღამეს პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს ვიზიტები რუსთავის N16 და N17 დაწესებულებებში, რა დროსაც მოინახულეს ყველა არასრულწლოვანი მსჯავრდებული, გარდა იმ რამდენიმე მსჯავრდებულისა, რომელთაც სახალხო დამცველის რწმუნებულების ვიზიტის დროს ეძინათ. არასრულწლოვანთა განცხადებით, 8 აგვისტოს ინციდენტი დაკავშირებული იყო გარკვეულ შეზღუდვებთან, რომლებიც უკანასკნელი პერიოდის მანძილზე დაწესდა ადმინისტრაციის მხრიდან. გარდა ამისა, მათი ნაწილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, რაც ასევე, მათი გადმოცემით, გახშირებული იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამასთანავე, არასრულწლოვნების განცხადებით, მათი ეტაპირება განხორციელდა მშვიდ ვითარებაში და რაიმე ინციდენტს გადაყვანის და სხვა დაწესებულებაში მიღების დროს ადგილი არ ჰქონია.

მსჯავრდებულების თქმით, არც N11 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის დროს და არც მას შემდეგ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.

N11 დაწესებულების ადმინისტრაციის გადმოცემით, არც დაწესებულების რომელიმე თანამშრომელი დაშავებულა და არც თანამშრომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დამუქრებია საფრთხე.

არასრულწლოვნებს ახალ დაწესებულებაში  დაუყოვნებლივ მიეწოდათ ლეიბები, ბალიშები, თეთრეული, პირველადი მოხმარების საგნები და ჰიგიენური ნივთები.  ისინი განთავსებისთანავე ინახულეს მიმღები დაწესებულების ექიმებმა. რუსთავის N16 და N17 დაწესებულებებში გადაყვანილი არასრულწლოვანი მსჯავრდებულები განთავსებული არიან სრულწლოვანი მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ყველა ღონეს იხმარს, რათა უმოკლეს დროში აღდგეს N11 დაწესებულების ნორმალური მუშაობის რეჟიმი“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვაზისუბანში სუპერმარკეტი „სმარტი“ გაიხსნება1
ლისის ტბაზე განახლებული სანაპირო გაიხსნა2
ანდრია ურუშაძემ დიდ დიღომში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა დაათვალიერა3
დღეს, საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის პრეზენტაცია გაიმართება4
მართვის მოწმობები იცვლება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X