GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბათუმის იუსტიციის სახლს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები ეწვივნენ
19:06 11.08.2012
დღის სიახლეები

დღეს, ბათუმის იუსტიციის სახლს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები ეწვივნენ, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ საქართველოში და იუსტიციის სამინისტროში 1 თვიან სტაჟირებას გადიან.

იუსტიციის სახლის მენეჯერმა სტუმრებს სერვისცენტრის მომსახურების სივრცეები დაათვალიერებინა და იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო.

იუსტიციის სახლის მომსახურების შემდეგ სტუდენტებმა დემოცენტრში გადაინაცვალეს, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცათ, სპეციალურ მონიტორებზე იმ ოპერაციების განხორციელებას დაკვირვებოდნენ, რომლებსაც იუსტიციის სახლის ოპერატორები კონკრეტული სერვისების საწარმოებლად ყოველდღიურად ასრულებენ.

იუსტიციის სახლის სტუმრებს სიმბოლური პასპორტები და საიმიჯო აქსესუარები გადაეცათ. სტუდენტები იუსტიციის სამინისტროში საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ გამოცდილების მისაღებად ევროპისა და ამერიკის 10 წამყვანი უნივერსიტეტიდან ჩამოვიდნენ.

ისინი ადგილზე ეცნობიან საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო დროს გატარებულ რეფორმებს, სამინისტროს დეპარტამენტებში სტაჟირებისას იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას.

სტაჟირების მსურველთა შორის განსაკუთრებით დიდია ინტერესი ანტიკორუფციული რეფორმის, კრიმინალთან ბრძოლის და სერვისების მიწოდების უნიკალური კონცეფციის - იუსტიციის სახლების მიმართ. 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
17 დეკემბერს ნიქოზში მცხოვრებ ვეტერანებს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ1
ივანიშვილი დევნილების პრობლემებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებას გეგმავს2
გიორგი ბარამიძე: იქნებ პუტინის ინტერესების გამტარებელი ხართ?!3
პრეზიდენტის შეფასებით, რეიტინგების ათეულში მოხვედრა მთავრობის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგია (VIDEO)4
ბაშარ ასადიმ ამნისტია გამოაცხადა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X