GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (6 - 12 აგვისტო)
23:49 11.08.2012
დღის სიახლეები
ვერძი: გაუთვალისწინებელი მოვლენები და მოულოდნელი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაშია ახალი ეტაპის მაუწყებელია. მოერიდეთ დიდ ხარჯებს და ეცადეთ ეკონომიურად ხარჯოთ ფული. ორაზროვან სიტუაციებში სჯობს გარკვეულ დათმობებზე წახვიდეთ, რათა არავისთან გაიუარესოთ ურთიერთდამოკიდებულება. ოჯახში მოერიდეთ საკუთარი აზრის დამკვიდრებას და ეცადეთ მეტი პატივისცემა მოიპოვოთ ბავშვებთან. მოგზაურობა სასიამოვნოდ ჩაივლის და კარგ მოგონებებს დაგიტოვებთ.

კურო: პროფესიონალური საქმიანობა ან ახალი სამსახურის ძიება ბევრ დროსა და ძალას წაგართმევთ. გარკვეული ცოდნის ან უნარების ნაკლებობამ შეიძლება ბარიერი შეგიქმნათ კარიერულ წინსვლაში. საქმიან პარტნიორებთან და კოლეგებთან მოერიდეთ სიჯიუტესა და პრინციპულობას. სახლის კეთილმოწყობა ან საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა გაგიხალისებთ განწყობას. საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა გაძლიერდება ერთობლივი მოგზაურობის შემთხვევაში.

ტყუპები: თამამად უყურებთ მომავალს, მაგრამ ახალი იდეებისა და გეგმების მიუხედავად, გაგიჭირდებათ აწყმოში გარკვევა. მუშაობის შედეგების სწრაფად მიღება შეუძლებელი იქნება.  გაგაღიზიანებთ ხელმძვანელობის თქვენდამი დამოკიდებულება, თუ ისინი სათანადოდ ვერ დააფასებენ თქვენ მიერ გაწეულ შრომას. შესაძლოა მოგიწიოთ მონაწილეობის მიღება დედამიშვილების ცხოვრებასა და საქმეებში. თავს ენერგიულად იგრძნობთ, გაგიადვილდებათ გადაადგილება და ურთიერთობა. საყვარელ ადამიანტან კამათის დაწყებამდე კი სჯობს მოიმარაგოთ უტყუარი არგუმენტები. 

კირჩხიბი: კარგი დროა გარეგნობის მოსაწესრიგებლად და მანერების დასახვეწად. გაგიადვილდებათ საწინააღმდეგო სქესისი წარმომადგენელთა დაინტერესება და პოპულარობის მოპოვება. ოჯახში შეიძლება მოგიხდეთ საკუთარი უფლებების დაცვა, სამართლიანობის აღდგენა და გარკვეულ ტრადიციებზე უარის თმა, რაც დაძაბავს ურთიერტობას მეუღლესა და ნათესავებთან. შესაძლოა გადაწყვიტოთ ბინასთან დაკავშირებული პრობლემებიც. გარშემომყოფებს გააკვირვებთ თქვენი ოპტიმიზმით. მოგზაურობა რეკომენდებულია მხოლოდ დასვენების მიზნით. 

ლომი:  მეტ დროს გაატარებთ ხალხთან ურთიერთობაში. შინაგანი ძალისხმევით და გამჭრიახობით მნიშვნელოვნად იმოქმედებთ სხვა ადამიანებზე, ყველასთან ინდივიდუალურ მიდგომას იპოვით და გააოცებთ ორიგინალური იდეებით. სახლში რემნტს ნუ დაიწყებთ და გადადეთ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. მოერიდეთ ოჯახისწევრებთან კამათს. რომანტიულ ურთიერთობებში უხვად იქნება ვნება, თმცა მას შეიძლება ფარული ან საიდუმლო სახე ჰქონდეს. დასასვენებლად კი სჯობს განმარტოვდეთ, რათა აღიდგინოთ ძალები და გაიაზროთ წარსულიცა და მომავალიც.   

ქალწული: ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელი იქნება ბევრი რამის შეცვლა და ზოგიერთ ჩვევაზე უარის თქმა. სჯობს გადადოთ უძრავი ქონების შეძენა და რემონტის დაწყება, რათა არ შეგექმნათ ახალი პრობლემები. გეგმების განსახორციელებლად შეიძლება არ გეყოთ პროფესიონალური ან დამატებითი ცოდნა. საყვარელ ადამიანთან ან მეუღლესთან ურთიერთგაგება გაუარესდება და შეიძლება დაცილებით დასრულდეს. მოგზაურობა კი შეიძლება საქმიან ხასიათს ატარებდეს. 

სასწორი: მიღებული ცოდნის ოსტატურად გამოყენებით სწორ დასკვნებს გააკეთებთ და ავტორიტეტსაც აიმაღლებთ. ორაზროვან სიტუაციებში ეცადეთ შეინარჩუნოთ სიდინჯე და ცივად განჯის უნარი, რათა შეინარჩუნოთ კარგი დამოკიდებულება კოლეგებსა და მეგობრებთან. პირად და საქორწინო ურთიერტობებში შეიტანეთ სიახლე და ერიდეთ სასიყვარულო სამკუთხედს. ყურადღება მიაქციეთ პატარების კავშირებსა და ინტერესებს. გააკონტროლეთ ემოციები და ნუ იქნებით იმპულსური, რათა არ გაიუარესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მორიელი: მოგიწევთ დაფიქრდეთ შემოსავლებსა და ხარჯებზე, რამე თუ თქვენს ფარულ და საიდუმლო გართობებს გარკვეული თანხები დასჭირდება. სხვა ადამიანების შესაძლებლობებით ნუ ისარგებლებთ და მოერიდეთ ფინანსურ მაქინაციებს. კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, თუმცა ახლის დაწყება რეკომენდებული არაა. საყვარელი საქმე ან ჰობი დასვენებისა და განმუხტვის საშუალებას მოგცემთ. გადაადგილებებისას დაიცავით მოძრაობის წესები.

მშვილდოსანი: დიდი და სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი კარიერასა და პროფესიონალურ საქმიანობაში. ნუ გარისკავთ, დაიცავით კანონი და სიფრთხილე მნიშვნელოვანი საკითხებს გადაწყვეტისას. ახალ საქმეს ჯერ ნუ დაიწყებთ, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოები თამამად ჩაატარეთ. ოპტიმისტური განწყობის მიუხედავად თავი შეიკავეთ რისკისა და ავანტურული მოქმედებებისაგან. კარგი დროა სასიყვარულო თავგადასავლებისა და სასიხარულო ინფორმციის მისაღებად. არსებობს ბავშვის ჩასახვის ალბათობაც.

თხის რქა: თქვენში ცხოვრებისადმი პრაგმატული მიდგომა იმძლავრებს და შესაძლოა დაფიქრდეთ ახალი საქმის დაწყებაზე. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი საქმეები და კომერციული გარიგებები სჯობს სამომავლოდ გადადოთ. ეს დატვირთული და მნიშვნელოვანი პერიოდია, როდესაც ბევრი იქნება სამუშაოს რაოდენობაც. ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანი ყოველმხრივ გაგიწევენ დახმარებას. ვარჯიშისა და მანქანის ტარებისას, რადგან მაღალია ტრავმების ალბათობა.

მერწყული: არა ერთ სასიამოვნო მოვლენას ექნება ადგილი, რაც დაუკავშირდება მოეგობრებთან, ნათესავებთან, ახლობლებთან შეხვედრებსა და მხიარულებას. გაზრდილი ცნობიმოყვარეობა, ინტელექტი, რომანტიულობა და მჭერმეტყველება ყველა სფეროში წარმატების მომტანი იქნება. მოგზაურობისას შესაძლოა ახალი სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ, რის გამოც მოგიწევთ ძველ პარტნიორთან განშორება და თქვენს მიმართ არა ერთი უსიამოვნო სიტყვისა და ბრალდების მოსმენა.

თევზები: მოგიწევთ გარკვეულ შეზღუდვებთან შეგუება. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას, რადგან მოიკლებს შემოსავლების რაოდენობა, ან დაიგვიანებს ხელფასი. შესაძლოა გაიწელოს უძრავ ქონებასთან ან სახლის რემონტთან დაკავშირებული საქმეებიც. ფულს ნუ ისესხებთ. ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ჰარმონიულად განვითარდება, თუ მოერიდებით ზედმეტ ემოციებსა და პრინციპების დამკვიდრებას. არსებობს დაუგეგმევი ორსულობის ალბათობაც. მოგზაურობები კი ხანმოკლე გამოდგება, მაგრამ დიდ სიამოვნებას მოგიტანთ.

internet.ge   
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მარშალ-გელოვანის გამზირიდან აღმაშენებლის ხეივნისკენ გასასვლელი გვირაბი გაიხსნა1
რუსეთის ავიაციის გენერალ-მაიორი საქართველოს ხელისუფლებას ემუქრება2
შსს: ნიკოლოზ ჯანჯღავა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს3
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 2 197 000-მა ამომრჩეველმა მიიღო4
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი: ერთადერთი გზა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X