GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დალი ხომერიკი ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
14:24 18.08.2012
დღის სიახლეები
17 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დალი ხომერიკი ახალციხეში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. მინისტრმა დევნილი ოჯახები მოინახულა და მათ საჭიროებების შესახებ გაესაუბრა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა, სადაც 17 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რეაბილიტირებულია. საცხოვრებელი ფართები ოჯახებს უკვე საკუთრებაში აქვთ გადაცემული. დევნილების თქმით, მათი საყოფაცხოვრებო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მათ კმაყოფილება გამოხატეს ახალციხის განვითარებაზე და განსაკუთრებული ყურადღება ადგილზე დასაქმების აუცილებლობაზე გაამახვილეს. მინისტრმა მათ მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას სწორედ დასაქმების პროგრამების ამოქმედება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. აქვე, დალი ხომერიკმა დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, თითოეულ დევნილ ოჯახში ერთი ადამიანი მაინც იყოს დასაქმებული.

მინისტრი დევნილებს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, ასევე საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროებში მთავრობის გეგმების შესახებ ესაუბრა და განაცხადა, რომ მეტი სარგებელი, რომელსაც ახალი რეფორმები, პროექტები და პროგრამები მოიტანს, თითოეულმა დევნილმა პირადად უნდა იგრძნოს.

მინისტრი ახალციხეში ყოფილი სკოლა ინტერნატის შენობასაც ესტუმრა და იქ მცხოვრებ დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. დალი ხომერიკი საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილის შეფასებით, დევნილთა შეჭრის საკითხი რაღაც ჯგუფის მიერ ორგანიზებულს ჰგავს1
აღსრულების ბიურო შპს "ბურჯში" ახალი მესაკუთრისთვის ფართის გამოთავისუფლებას ახორციელებს2
90 წლის მამაკაცმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა (VIDEO)3
მიხეილ სააკაშვილი: მომავალ წლებში ყურძნის ჩაბარების პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება4
წნორში გაზის აფეთქებისას ცოლ-ქმარი დაიწვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X