GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (13- 19 აგვისტო)
00:00 19.08.2012
დღის სიახლეები
ვერძი: გაუმჯობესდება თქვენუ გუნება-განწყობა და გარშემომყოფების მიმართ მეტად კეთილგანწყობილი გახდებით. მოერიდეთ რისკს, ავანტურებსა და გარემოებებით სპეკულირებას. დასვენების კარგი საშუალება იქნება ოჯახის წევრებთან გულახდილი საუბარი. დადებით შედეგს გამოიღებს ბინის რემონტი ან კეთილმოწყობაც. ამ პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობები ღრმა და ემოციურ ხასიათს ატარებს. მოგზაურობები კი სამახსოვრო და შთამბეჭდავი გამოდგება.

კურო: გაიზრდება საქმეებისა და დამღლელი მოვალეობების რაოდენობა. ახალი ნაცნობობა და შეხვედრები გაგიხალისებთ ცხოვრებას. მშობლებთან ურთიერთობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. შესაძლოა მშობლებმა მონაწილეობა მიიღონ თქვენს გართობასა და შემოქმედებაშიც. სასიკეთოა მიწის ნაკვეთის შეძენა, ქონების გადაფორმება, სააგარაკო მშენებლობის დაწყება ან კეთილმოწყობა, რასაც გარკვეული ფინანსები შეეწირება. მოგზაურობისა და ახლო გადაადგილებებისას  შესაძლოა რომანტიული ნაცნობობა და თავგადასავლები.

ტყუპები: ძალზედ სასიკეთო დროა მოგზაურობის დასაწყებად, მივლინებებისთვის, გადაადგილებებისთვის, ინფორმაციის გაცვლისა და სწავლისათვის, ურთიერთობების დამყარებისა და გაღრმავებისათვის. შესაძლოა უეცრად შეგეცვალოთ გეგმებიც. ყველაზე წარმოუდგენელი შემოთავაზებებიც კი განხილვის საგანი გახდება და შეიძლება ხორცი შეესხას არა ერთ ახალ პროექტს. გაგიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო ან ფარული დამატებითი შემოსავალი. გაიზრდება ხარჯი მოგზაურობასა და სწავლაზე, ბავშვებსა და საყვარელ ადამიანზე, მეუღლეზე.

კირჩხიბი: გარშემომყოფებს მიიზიდავს თქვენი ოპტიმიზმი და საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება. გაიზრდება თქვენი შემოსავალი, რისი მეშვეობითაც ინტერესს გაუჩენთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებსაც. შემოსავალი მთლიანად იქნება დამოკიდებული თქვენს შესაძლებლობებსა და შრომისუნარიანობაზე. მოგინდებათ ახალი და ღრმა სასიყვარულო შეგრძნებების მიღება, რის გამოც დაუფიქრებლად შეიძლება გადადგათ რადიკალური ნაბიჯები. მოერიდეთ შორეულ მოგზაურობას და ნუ მიენდობით უცხოელებს, რათა შემდგომ არ მოტყუვდეთ.

ლომი: მიუხედავად აქტიურობისა და კომუნიკაბელურობისა, თქვენი ცხოვრების დიდი ნაწილი დაფარული იქნება გარშემომყოფთა თვალისაგან. მიზნებისა და გეგმების განსახორციელებლად საიდუმლოდ და ფრთხილად იმოქმედებთ გარშემომყოფებზე. ჩრდილში დარჩენის საშუალება არ მოგეცემათ, რადგან საკმაოდ მომხიბვლელი იქნებით, განსაკუთრებით საწინააღმდეგო სქესის ადამიანებისათვის. შესაძლოა განმეორდეს წინა თვის რთული სიტუაციები. ამიტომ ეს დრო სჯობს დაუთმოთ საყვარელ ადამიანთან ან ოჯახთან ერთად დასვენებას.

ქალწული: კარგი დროა ცოდნისა და პროფესიონალური ჩვევების გასაღრმავებლად. ორაზროვან სიტუაციებში ეცადეთ შეინარჩუნოთ სიდინჯე, რათა შეინარჩუნოთ კარგი დამოკიდებულება კოლეგებსა და მეგობრებთან. ახალი საქმის დასაწყებად არასასიკეთო დროა. ბევრ მოულოდნელ ამბავს შეიტყობთ, მაგრამ სასურველი მიზნების მისაღწევად სჯობს არაფერი არ შეცვალოთ. ძალებისა და ენერგიის აღსადგენად აუცილებელია შვებულების აღება და დასასვენებლად გამგზავრება. განმარტოვებისას გაგიადვილდებათ განვლილი პერიოდის გაანალიზება და ახალი მიზნების დასახვა.

სასწორი: ძალზედ მგრძნობიარე იქნებით მიმდინარე მოვლენების მიმართ. ჰარმონიური გარემო დადებითად იმოქმედებს თქვენს პროფესიონალიზმსა და კარიერულ წინსვლაზე. გაიზრდება სასიყვარულო ურთიერთობების მოთხოვნილება და შეიძლება აგიხდეთ დიდი ხნის ოცნებაც. თქვენი აზრები დაუკავშირდება გავლენიან ან პოპულარულ ადამიანს, რომელთან ურთიერთობა თქვენც წარმატებულს გაგხდით. მოერიდეთ შორეულ მოგზაურობებს, რათა არ დაიღალოთ და არ გაიმწვავოთ ქრონიკული დაავადებები.

მორიელი: პროფესიონალურ საქმეებში ნუ დაედევნებით სრაფ წინსვლასა და კერიერულ აღმასვლას. სჯობს გამოზომილად და გეგმაზომიერად იმოქმედოთ. შორეული გეგმების დასახვაც არ ღირს, რადგან შეიძლება გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი დეტალები. მიუხედავად ბევრი კონატქებისა, მივლინებები და მოგზაურობები შეიძლება გადაიდოს, ხოლო მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ძველი და დასასრულებელი საქმეების სიუხვე ცოტა დროს დაგიტოვებთ პირადი ურთიერთობებისთვის, რაც რჩეულის უკმაყოფილებას გამოიწვევს.

მშვილდოსანი: საქმიან პარტნიორებთან მსჯელობისას კატეგორიული ნუ იქნებით, რადგან შესაძლოა არსებული ინფორმაცია საკმარისი არ იყოს, რაც თქვენს ავტორიტეტს დააქვეითებს. გაურკვეველი მიზეზების გამო ხშირად გადადებთ საქმის შესრულებას, თუმცა თავად სხვების მიმართ განსაკუთრებით მკაცრი და მომთხოვნი იქნებით. ეცადეთ ამ პერიოდისათვის სერიზული არაფერი დაგეგმოთ და გაერკვეთ საკუთარ სასიყვარულო გრძნობებში. ჯანმრთელობას აღგიდგენთ და ხალისს დაგიბრუნებთ სამოგზაუროდ გამგზავრება და საინტერესოდ დასვენება.

თხის რქა: მეტი დრო დაუთმეთ სამუშაოსა და ჯანმრთელობის საკითხებს. კარგი შემოსავალის შემთხვევაშიც კი ნუ გარისკავთ და ყოველმხრივ მოერიდეთ აზარტულ თამაშებსა და ავანტურებს. ახალი საქმის დაწყებაც ჯერ არაა სასურველი. შესაძლოა მოგიწიოთ ინტრიგებთან და ტყუილთან შეტაკება. როგორც არასდროს დაგჭირდებათ კოლეგების მხარდაჭერა. მატი დახმარებით შესძლებთ საქმის გამოსწორებას. მოგზაურობა სჯობს ამ დროს მინიმუმამდე შეამციროთ.

მერწყული: ყურადღება გმართებთ ფინანსური საბუთების მიმართ, რათა არ დაუშვათ შეცდომები და ვალების აღება არ მოგიხდეთ. ბევრ დროს წაგართმევთ სამუშაო, რაც შესაძლოა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდეს. მოუთმენლობა და იმპულსურობა წარმატების მიღწევაში შეგიშლით ხელს. ნურავის ანდობთ ფულს. ხელშეკრულებების დასადებად და პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად უცნობებთან ნუ იურთიერთებთ, რათ არავინ მოგატყუოთ. სასიყვარულო პარტნიორებთან შეიკავეთ ემოციები და საკუთარი პოზიციები აგრუმენტების დახმარებით გაიმყარეთ.

თევზები: დროის უმეტეს ნაწილს პროფესიონალურ საქმეებს მოანდომებთ. შესაძლოა მოგიწიოთ საქმიან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება, სადაც დაგეკისრებათ ლიდერის უფლებამოსილება. ნუ გექნებათ კოლეგებისა და მეგობრების დახმარების იმედი. შესაძლოა ახალმა სასიყვარულო ურთიერთობამ იმდენად გაგიტაცოთ, რომ კარდინალურად შეცვალოთ არა მარტო შეხედულებები, რამადე ცხოვრების სტილიცა და მიზნებიც. ხშირად დაისვენეთ და შეძლებისდაგავარად გაემგზავრეთ დასასვენებლად.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი: ქართული დემოკრატიის ყიდვა არავის გამოუვა1
საზოგადოებისთვის მინისტრის პოსტზე ყველაზე მიუღებელი კანდიდატი კახი კალაძე აღმოჩნდა2
გიგა ბოკერიამ ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა3
გადაცემა „დღის შოუ“ დაიხურა4
ალა პუგაჩოვა სუროგატ დედას ეძებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X