GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გადაუღებელი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად რუსთავი დაზარალდა
10:43 21.08.2012
დღის სიახლეები

ნახევარსაათიანი გადაუღებელი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად მნიშვნელოვნად დააზარალა რუსთავი. ამ დროისთვის რუსთავში მდგომარეობა სტაბილურია. დილიდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ქუჩებს წმენდენ. 

აღდგენითი სამუშაოები დაიწყო უკვე იმ ორ კორპუსშიც, რომელიც ქარიშხლის შედეგად დაზიანდა. მოძრაობა მთელ ქალაქში შეუფერხებლად არის შესაძლებელი. 

გუშინდელმა ძლიერმა წვიმამ მეგობრობის გამზირი, თოდრიას, ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩები დატბორა. მოსახლეობას წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებსა და სარდაფებში შეუვარდა. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სამაშველო და სახანძრო სამსახურები და გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძლიერი წვიმისა და ქარიშხლისგან დაზარალებულ რუსთავშიც ჩავიდა. ვანო მერაბიშვილმა ადგილობრივები პირადად მოინახულა და მე-7 ა მიკრორაიონის იმ კორპუსში იმყოფებოდა, სადაც ქარიშხალმა შენობას სახურავი გადახადა და მინები ჩაამსხვრია. 

საქართველოს პრემიერმა ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება უმოკლეს დროში მოსთხოვა. ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ არც ერთი დაზარალებული სახელმწიფოსგან უყურადღებოდ არ დარჩება. 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ2
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს3
„თბილისობა 2012“ 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება4
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X