როგორც ჟურნალისტურ წრეებში საუბრობენ, "უცნობი" „მე-9 არხზე“
პოლიტიკურ გადაცემას გააკეთებს. ამ ინფორმაციას, პირადი საუბრის დროს,
არ მალავენ „მე-9 არხის“ თანამშრომლებიც.
„დანამდვილებით არც ჩვენ ვიცით რა ტიპის გადაცემა იქნება, ან როდიდან
გავა ეთერში. თუმცა ტელევიზიაში ამაზე საუბარი არის. ძირითადად ჟურნალისტებს
შორის. ხელმძღვანელობას ამაზე ჯერ არაფერი უთქვამს“ - აცხადებენ „მე-9 არხის“
თანამშრომლები.
გავრცელებული ინფორმაციით, „უცნობის“ ახალი გადაცემა არ იქნება იმ
ტიპის, როგორიც „საკანი“ იყო. მომღერალი ამჯერად,
სოლიდური იმიჯით წარსდგება აუდიტორიის
წინაშე.
„ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას
„მე-9 არხის“ გენერალური დირექტორი, კახა ბექაური ამ ინფორმაციას არ
ადასტურებს.
„ჯერ-ჯერობით არ მიმდინარეობს
მოლაპარაკება. კი ბატონო, დადის ამაზე ხმები, მაგრამ თქვენ თუ გინდათ მე
დამიჯერეთ, გნებავთ გავრცელებულ ხმებს“- განაცხადა ბექაურმა. არხის საინფორმაციო
სამსახურის უფროსის, თამარ რუხაძის განცხადებით კი, მას ტელევიზიაში არაფერი
ეხება, გარდა სიახლეებისა.
შეგახსენებთ, რომ ტელევიზიაში თანამშრომლობამდე, ივანიშვილმა „უცნობს“
კლიპის გადაღება დაუფინანსა. ივანიშვილის მხრიდან გია გაჩეჩილაძის სატელევიზო
პროექტისა და კლიპის დაფინანსებას სკანდალი მოჰყვა.
საქმე ეხება სატელევიზიო პროექტსა და პოლიტიკურ მელოდიებს, რომელსაც
„უცნობი“ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ამზადებს. პროექტზე მუშაობისას
„უცნობმა“ ამ პროექტში კოლეგები ისე ჩაითრია, რომ პოლიტიკური ქვეტექსტების შესახებ
არ გაუფრთხილებია. როგორც ცნობილი გახდა, პროექტისთვის ჩაწერილი ერთ-ერთი სიმღერა,
რომელსაც „უცნობი“ ქეთათო ჩარკვიანთან და რობი კუხიანიძესთან ერთად ასრულებს,
მომღერალმა ისე გაამდიდრა „პოლიტიკური საუნდრეკით“, რომ ამის შესახებ კოლეგები არ
გაუფრთხილებია. ქეთათო ჩარკვიანისთვის „უცნობის“ თვითშემოქმედება სიურპრიზი
აღმოჩნდა და პროექტში მონაწილეობაზე საერთოდ უარი განაცხადა.
Internet.ge