GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
1000 სამხედრო მოსამსახურე ბინებს უფასოდ მიიღებს
17:00 21.08.2012
დღის სიახლეები

სექტემბერში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „სამხედრო ქალაქში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების ათას სამხედრო მოსამსახურეს ახალი ბინის გასაღებს გადასცემს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბინებს ის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოთხი და მეტი წელია მსახურობენ და საკუთარი ბინის უქონლობის გამო უხდებათ ქირით ან ნათესავებთან ცხოვრება.

სახელმწიფოსგან ბინები ასევე გადაეცემათ შეიარაღებული ძალების სამეთაურო რგოლს - ასმეთაურების დონეზე. მიმდინარე წლის ბოლოს „სამხედრო ქალაქში“ ახალ ბინებს საქართველოს შეიარაღებული ძალების კიდევ 1000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.

თბილისში ისან–სამგორის რაიონში „სამხედრო ქალაქის“ ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. დიმიტრი შაშკინი კორპუსების, საცხოვრებელი ბინებისა და ეზოს კეთილმოწყობის პროცესს გაეცნო, რომელზეც ამჟამად 200 ადამიანია დასაქმებული და მშენებლებს გაესაუბრა.

შაშკინის უწყების ინფორმაციით, "სამხედრო ქალაქში" ამჟამად შენობებში კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს - კეთდება კომუნიკაციები და გამრიცხველიანება, ლიფტების დამონტაჟება. I კორპუსის წინ ხდება ეზოს მოპირკეთება - სკვერების მოწყობა მწვანე საფარით, ბორდიურებიანი სავალი ნაწილით და გარე განათების ბოძებით. ასევე მიმდინარეობს „სამხედრო ქალაქამდე“ სამანქანო გზების გაყვანა და ასფალტის საფარის დაგება.

„სამხედრო ქალაქის“ მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. ამჟამად ექსპლუატაციაში ერთი კორპუსია შესული, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები ცხოვრობენ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო1
სანტა კლაუსმა მაღაზია დააყაჩაღა2
ცნობილი ექიმის ოჯახი დააყაჩაღეს3
პრეზიდენტის სიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი4
ტელეკომპანია იმედი: მინდია გოგოჭური მისივე მეგობარმა დაჭრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X