უკრაინაში დაკავებული
ადამ ოსმაევი, რომელიც ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მზადებაშია ეჭვმიტანილი,
საქართველოს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ მისმა
მეუღლემ ამინა ოკუევამ განუცხადა.
„ჩვენ უკვე გადავეცით
დოკუმენტები ქართველ ჩინოვნიკებს და ვთხოვთ მათ მოგვცენ სწორედ პოლიტიკური
თავშესაფარი“ - განაცხადა ოკუევამ.
თუკი საქართველო ოსმაევს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს ეტყვის, ანალოგიურ თხოვნას
ფინეთს გაუგზავნიან.
ოსმაევმა თავდაპირველად
თავშესაფარი უკრაინას სთხოვა. დაკავებული თვლის, რომ რუსეთისათვის გადაცემის
შემთხვევაში ის წამების მსხვერპლი გახდება. თუმცა უკრაინის მიგრაციის სამსახურმა
დოკუმენტაციის განხილვაზე უარი თქვა. ამასთან, ოფიციალურმა კიევმა გაითვალისწინა
ევროპის სასამართლოს თხოვნა, დროებით შეაჩერონ დაკავებულის რუსეთში ექსტრადირება.
ჩეჩენი ადამ ოსმაევი
ყაზახეთის მოქალაქე ილია პიანზინი, რომელიც ოსმაევის თანამზრახველად ითვლება,
ოდესაში მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. მათ ვლადიმერ პუტინზე და ჩეჩნეთის
ხელმძღვანელზე რამზან კადიროვზე თავდასხმის მომზადება ედებათ ბრალად.
ოსმაევმა თავდაპირველად
დანაშაული აღიარა, თუმცა ცოტა ხნის წინ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ის
ზეწოლის შედეგად მისცა. ოსმაევი ახლა საერთოდ უარყოფს, რომ რაიმე კავშირი აქვს
მომხდართან და საერთოდაც, აცხადებს, რომ არ არის ის ოსმაევი, რომელიც პიანზინთან
ერთად რუსეთს საერთაშორისო ძებნაზე ჰყავდა გადაცემული.
Internet.ge