GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ხალიალის მთის გამოქვაბულებში 3 ათასი საერთაშორისო ტერორისტი იმალება
11:15 22.08.2012
დღის სიახლეები

სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე ხალიალის მთის გამოქვაბულებში დაახლოებით 3 ათასი საერთაშორისო „დევნილი“ ტერორისტია გამაგრებული - იუწყება ეგვიპტური მედია.

საგზაო მარშრუტები ამ მთაში, სადაც უამრავი გამოქვაბულია, მხოლოდ ადგილობრივი ბედუინების ტარაბინების ტომისთვისაა ცნობილი. ბედუინები ამტკიცებენ, რომ მთა დამნაშავეთა და საერთაშორისო ტერორისტთა თავშესაფრადაა ქცეული.

ამათან, ბედუინებსა და ტერორისტებს შორის მჭიდრო კავშირი ეგვიპტის უშიშროების ძალებს სპეცოპერაციის ჩატარებას ურთულებს. ეგვიპტური პრესა დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი მცდელობა დამნაშავეთა გამოქვაბულებიდან გამოყვანისა, წარუმატებელი იქნება, თუკი არმია, თავდაპირველად, ბედუინებთან არ მოილაპარაკებს.

როგორც ცნობილი გახდა, ეგვიპტე, 1973 წლის შემდეგ პირველად აპირებს სინაის ნახევარკუნძულზე თვითმფრინავები და ტანკები გამოიყენოს, არმია კი მასშტაბურ შეტევას გეგმავს ტერორისტებზე.

ისრაელმა თეთრი სახლის საშუალებით უკვე გააფრთხილა ეგვიპტე, რომ გაიყვანოს თავისი ტანკები ნახევარკუნძულიდან, რადგან მათი იქ ყოფნა ორ ქვეყანას შორის მშვიდობიანი შეთანხმების დარღვევაა.

ბედუინების ტომთა ბელადებმა ადრე თანხმობა განაცხადეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეგვიპტის ხელისუფლებას, ღაზას სექტორსა და ისრაელის მახლობელ ამ არასტაბილურ რაიონში წესრიგის დამყარებაში დაეხმარებოდნენ.

ეგვიპტის შს მინისტრთან მოლაპარაკებისას, მათ, ასევე, მხარი დაუჭირეს მთავრობის გეგმას, რომელიც ღაზასკენ მიმავალი კონტრაბანდული გვირაბების განადგურებას ითვალისწინებს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრეზიდენტმა მუხათგვერდის სასაფლაოზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო1
მიხეილ სააკაშვილი 17-წლამდე ფეხბურთლების მომზადებით კმაყოფილია2
ხუხაშვილი: ობობას ქსელს აკეთებენ შიგნით და ჩემს გარდა დამბალანსებელი არავინაა (VIDEO)3
დღეს საპროტესტო მსვლელობები მოეწყობა4
თაქთაქიშვილი: ლუკა კურტანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X