GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
26 აგვისტოს 58-ე არმიის სამხედრო მოსამსახურეები ცხივნალში იქნებიან
16:57 22.08.2012
დღის სიახლეები

ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი ამბობს, რომ მედიაში გასული ინფორმაცია, სერიოზულ ანალიზს საჭიროებს. საქმე ეხება „ინტერნეტ.ჯი“-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალას, სადაც საუბარია, რომ  რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე დაისვენებენ.

ცქიტიშვილის ვარაუდით, აღნიშნული მოპატიჟება, მითუმეტეს საქართველოში დაგეგმილი არჩევნების წინ, დამაფიქრებელია და ამყარებს ექსპერტთა გარკვეული წრის მოსაზრებას, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი სწავლებების ჩატარება, ჩრდილოელი მეზობლის მიერ  საქართველოს წინააღმდეგ მორიგი აგრესიის მზადებას უკავშირდებოდეს.

"ხომ არ არის რუსი სამხედროების ცხინვალის რეგიონში დასვენების ორგანიზება სავარაუდო საომარ მოქმედებებთან კავშირში, ამ ეტაპზე რთული სათქმელია. ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით უკვე ეყოლება სამხედროების გარკვეული კონტინგენტი, რაც დამატებით ყურადღებას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან", – აცხადებს "ესქპერტთა კლუბის წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი.

58-ე არმიის ცხინვალში მიპატიჟების ორგანიზატორი ადგილობრივი დაჭრილთა ფონდია, რომელიც თვლის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე სამხედროების მიმართ მადლიერებას ამ ფორმით გამოხატავენ.

რამდენი სამხედრო მოსამსახურე შევა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, უცნობია. უცნობია ისიც, რამდენ ხანს გასტანს მათი დასვენება.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ 58- ე არმიის შემადგენლობა ე.წ. სამხრეთ ოსეთში 26 აგვისტოს შევა, როცა სეპარატისტები რუსეთის მიერ აღიარებას ზეიმობენ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პოლიციამ „ქართული ოცნების“ ღობის დაზიანების ფაქტზე დავით ხაჩატურიანი დააკავა1
ავტოავარიის შედეგად 10 წლის გოგონა გარდაიცვალა2
ცესკოს ბოლო მონაცემებით გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატები3
პატიმართა წამების ფაქტზე 10 პირია დაკავებული4
მიხეილ სააკაშვილი ბაგრატის ტაძრის კურთხევას დაესწრება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X