GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (20- 26 აგვისტო)
00:00 23.08.2012
დღის სიახლეები
ვერძი: ოჯახისა და საყვარელი ადამიანისათვის უზრუნველი პირობების შექმნისას ეცადეთ დახარჯოთ მხოლოდ თქვენი დანაზოგი და არ გამოიყენოთ სხვების ფული. ყოველდღიური საქმეები სამსახურში დაიკავებს მთელს თქვენს დროსა და გონებას, რის გამოც ცოტა დრო დაგრჩებათ ირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობებისათვის. შესაძლოა მოგიწიოთ იურიდიული საბუთების გაფორმება ან სასმართლო პროცესებზე დასწრება. მოერიდეთ შორეულ მოგზაურობებს და ეცადეთ თავისუფალი დრო დაუთმოთ დასვენებას. 

კურო: გააკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ ეჭვიანობასა და ზედმეტ მომთხოვნელობას. შესაძლოა აუცილებელი გახდეს სერიოზული და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება. მოგზაურობებისა და ახალი ნაცნობობისას შესაძლოა შეიცვალოთ როგორც სასიყვარულო, ასევე საქმიანი პარტნიორებიც. უცხოელებთან ურთიერთობა ხანგრძლივი და ემოციური იქნება, თუმცა მოგების ნაცვლად შეიძლება დამატებით ხარჯს დაუკავშირდეს. აუცილებელი კავშირების დამყარება კი ამ დროს ძალიან გაგიჭირდებათ.

ტყუპები: გარშემომყოფები სათანადოდ დააფასებენ თქვენს ორგანიზატორულ ნიჭს, შემოქმედებით და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, კომუნიკაბელურობასა და ერუდიციას. გაგიჩნდებათ საკუთარი თავისა და ოჯახისათვის ახალი ნივთების, ტანსაცმლის, აქსესუარების, ძვირფასი საგნების ან ხელოვნების ნიმუშების შეძენის, გემრიელად და გამორჩეულად კვების სურვილი. ამიტომაც ამაზე ფულს არ დაიშურებთ, რამაც შეიძლება შეასუსტოს თქვენი ბიუჯეტი. ეს კარგი დროა მკურნალობის დასაწყებად, მოგზაურობისა და დასვენებისთვისაც. 

კირჩხიბი: მიუხედავად იმისა, რომ ეცდებით უკონფლიქტოდ ურთიერთობას, ზოგჯერ მაინც შეიძლება გიმტყუნოთ ნერვებმა. კარიერული საქმეების სიუხვის მიუხედავად მეტ დროს დაუთმობთ სახლსა და ოჯახის საქმეებს. მაღალია ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების, ბავშვის ჩასახვის ან დაბადების ალბათობა. ძალზედ მგრძნობიარე იქნებით და პირადი ურთიერთობები შეიძლება გაგიფუჭდეთ ეჭვიანობისა და ტყუილების გამო. მიუხედავად მეუღლეზე დამოკიდებულებისა, არასიცოცხლისუნარიან ოჯახებს განქორწინება ემუქრება. 

ლომი: ემოციური აფეთქებები შეიძლება გამოიწვიოს არსებული ცხოვრებითა და პირობებით უკმაყოფილებამ. თავგადასავლების სურვილი იმდენად დიდი იქნება, რომ ადვილი იქნება თქვენი დაყოლიება ავანტურულ მოგზაურობაზე, ადრე მიუღებელ ადამიანებთან ურთიერთობასა და უკანონობაზე. კარი იქნება თუ ამ დროს დაუთმობთ ცოდნის გაღრმავებას, მოგზაურობას ან კვლევით სამუშაოს. თქვენ ინტუიციურად შეიგრძნობთ, თუ სად უნდა შეებრძოლოთ ყიფას, რათა გაიმარჯვოთ. პირად ცხოვრებაში ეცადეთ დროულად მოძებნოთ კომპრომისები.   
ქალწული: თქვენში მეტად იმძლავრებს საზოგადოებისაგან და მოვლენებისაგან განთავისუფლებისა და განმარტოვების სურვილი. ფარული ცხოვრების სტილი და საიდუმლო საქმეები მეტად მიმზიდველი მოგეცვენებათ. კარგია საბუთებთან მუშაობა, მასალის დამუშავება, ლიტერატურული საქმიანობა. გაგიჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება. შესაძლოა დაფიქრდეთ ქორწინებაზე, ან ახალი სასიყვარულო პარტნიორის შეძენაზე, რომელთანაც გრძნობები და ვნებები ძალზედ ემციური და ამაღელვებელი იქნება.

სასწორი: თქვენი აზრები მიმართული იქნება მაღალი წრისა და გავლენიანი ადამიანებისადმი. თქვენი აზრები და შეხედულებები მეტად სუბიექტური გახდება. საქმიან პარტნიორებთან შეიძლება შეგექმნათ არა ერტი საკამათო საკითხი და სიტუაცია. საქორწინო ურთიერთობები კი შეიძლება ძალზედ დაიძაბოს. განმარტოვებითა და ფიქრით შესაძლოა იპოვოთ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. გაუგებრობები დიპლომატიის საშუალებით მოაგვარეთ. მოგზაურობისას კი გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე. 

მორიელი: მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვასა და იმპულსურად მოქმედებებს, აზართულ თამაშებს, ზღვარგადასულ დროსტარებას, უკანონო მოქმედებებსა და გაუაზრებელ რისკს. თქვენი იდეები ფართო გამოხმაურებასა და მოწონებას დაიმსახურებს. ხელმძღვანელი პირები კი დააფასებენ თქვენს ერთგულებასა და ნიჭს. შესაძლოა მიიღოთ უფრო მაღალი სტატუსი ან მოიპოვოთ პოპულარობა. ახალი ნაცნობობა საფრთხეს შეუქმნის როგორც საქორწინო, ასევე საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებს.

მშვილდოსანი: იმუშავეთ გუნდურად და ეცადეთ ხშირად დაისვენოთ. მეტ დროს გაატარებთ საზოგადოებაში. შესაძლოა მოგიწიოთ სამართლის საკითხებში მონაწილეობის მიღება ან ხელშეკრულებების დადება. საიდუმლო ან ფარული ინფორმაციის მიღებისას ნუ დაკარგავთ იმედს და მოერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. რთულ მომენტებში შეცდომებისაგან დაგიცავთ ტრადიციული მეთოდებით მოქმედება. უცხოეთში ან შორს მცხოვრებ ადამიანთან რომანი დიდ თავგადასავლებს გპირდებათ, თუმცა შესაძლოა ბევრი სიცრუეც აღმოაჩინოთ.

თხის რქა:  საქმეების წარმტება შესაძლოა დამოკიდებული გახდეს გარემოებებზე. მგრძნობიარე იქნებით კრიტიკისა და საყვედურების მიმართ. ამიტომაც ხშირად მოისურვებთ განმარტოვებას. ზედმეტად პედანტური ნუ იქნებით წვრილმანების მიმართ, რათა არავინ გააღიზიანოთ. ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას სასიყვარულო ან მეგობრულ ურთიერთობებში და ნურავისთან იქნებით უხეში. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე მოძრაობისას, რადგან მაღალია ტრავმების მიღების ალბათობა. 

მერწყული: მოერიდეთ რისკსა და აზარტულ თამაშებს, რადგან ფულთან დაკავშირებულ მანიპულაციებში ფორტუნამ შესაძლოა გიმტყუნოთ. თავდაჯერებლობის ნაკლებობის გამო ნუ იქნებით იმპულსური და ემოციური. ნუ მიენდობით ახალ გაცნობილ ადამიანებს და ნურავის გაუმხელთ თქვენს ჩანაფიქრებსა და გეგმებს.ეცადეთ ხშირად დაისვენოთ და მეტი ყურადღება მიაქციოთ ბავშვებსა და ოჯახის წევრებს. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან მეტად ყურადღებიანი იქნებით და მათი დიდი სიმპათიით ისარგებლებთ.

თევზები: მუშაობისას ორიგინალური მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ და სამუშაო პროცესს გაგიხალისებთ. თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება დაფასებისა და აღიარების მოპოვება. საქმე ბევრი იქნება, თუმცა ემოციურობისა და რომანტიული გრძნობების გამო გონება გაფანტული გექნებათ. მოსალოდნელია როგორც მოულოდნელი ხარჯი, ასევე მოულოდნელი შემოსავლის მიღებაც. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას, რათა ზიანი არ მიაყენოთ რეპტაციას.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნინო კალანდაძე: საქართველოს მთავრობა ნებისმიერ მოქალაქეს დაიცავს1
ტელეკომპანია იმედი: მინდია გოგოჭური მისივე მეგობარმა დაჭრა2
არასამთავრობო ორგანიზაციები ივანიშვილს დავით დარახველიძის კანდიდატურის გადახედვას სთხოვენ3
ემანუელას როლის შემსრულებელი კიბოთი გარდაიცვალა4
ქუჩაში მოსეირნე ნიანგების გამო, სკოლები და მაღაზიები დაიხურა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X