GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კომუნიკაციების ეროვნული კომისია: „მაესტროს“ ხელმძღვანელობა ცდილობს ხელოვნურად გაართულოს სიტუაცია
17:38 23.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  შპს „სტუდია მაესტროს“ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საქმე ეხება კომისიაში შესულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მაესტრო  ი.მ „დარეჯან როკეტიშვილს საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა.

კომისიის მიერ გამოქვეყვებული განცხადების თანახმად, ტელევიზია ირწმუნებოდა, რომ ბორჯომის საკაბელო ოპერატორს „მაესტრო“ საკუთარ საკაბელო ქსელში დღემდე არ ჰყავდა ჩასმული. ტელეკომპანია ფაქტზე რეაგირებას ითხოვდა, რის გამოც კომისიას 21 აგვისტოს მიმართა.

კომისიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ განცხადება 48 საათის განმავლობაში განიხილა. სხდომას ორივე მხარე ესწრებოდა და მათ საშუალება ჰქონდათ საკუთარი არგუმენტები წარმოედგინათ. ბორჯომის საკაბელო კომპანიის დირექტორის, დარეჯან როკეტიშვილის განცხადებით, ჩართვის მოთხოვნით მისი კომპანიისთვის ტელეკომპანია „მაესტროს“ არ მიუმართავს არც წერილობით და არც სატელეფონო შეტყობინებით, შესაბამისად, არ ჩაურთავთ.

როკეტიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ მაესტრო ბორჯომის საკაბელო კომპანიის ქსელში გავრცელდეს, კომპანიას მაუწყებლის გავრცელების ტექნიკური პარამეტრები ესაჭიროება. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება კომპანია „მაესტროს“ დირექტორი ილია კიკაბიზე, თუმცა სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და ხვალიდან ტელეკომპანია „მაესტროს“ სიგნალი ბორჯომის საკაბელო კომპანიის ქსელშიც გავრცელდება.

„კომისიამ ყველა მტკიცებულების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ არ დააკმაყოფილა შპს „სტუდია მაესტროს“ მოთხოვნა, რადგან ი/მ „დარეჯან როკეტიშვილს“ დარღვევა არ დაუდასტურდა.

კომისიას რჩება შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელობა ცდილობს ხელოვნურად გაართულოს სიტუაცია და შექმნას შთაბეჭდილება თითქოს წინა საარჩევნოდ ე.წ “Must Carry”-ს განხორციელების პროცესი ჭიანურდება, ან სამაუწყებლო კომპანიის მიზანს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სანქცირება წარმოადგენს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ,  ე.წ “Must Carry” ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე მიმდინარეობს“,- ნათქვამია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფანჯიკიძე: „ქართულ ოცნებაში“ კახი კალაძის როლი კიდევ უფრო გაიზრდება1
ლილოში გამწვანების აქცია იგეგმება2
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე3
ბიძინა ივანიშვილმა ბარაკ ობამას გამარჯვება მიულოცა4
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგი გამართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X