GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა
10:33 25.08.2012
დღის სიახლეები

შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის წლისთავთან დაკავშირებით გაყიდვაში შეიტანენ წიგნს, რომელიც უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციას აღწერს.

წიგნი თავად ამ ოპერაციის უშუალო მონაწილემ, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ახლა უკვე ყოფილმა სპეცრაზმელმა დაწერა, თუმცა მისი სახელი ცნობილი არ არის. ის ხელს აწერს, როგორც მარკ ოუენი.

წიგნი შესაძლოა სკანდალის ობიექტი გახდეს. აშშ-სთვის ამ მნიშვნელოვან საკითხზე ინფორმაციების გავრცელება, რომლებსაც შესაბამის სტრუქტურებში კონტროლი არ გაუვლიათ, მის ავტორს, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობად დაუჯდეს.

წიგნის, სახელწოდებით No easy daу: The firsthand account of the mission that killed Osama bin Laden, თანაავტორი ჟურნალისტი კევინ მაურერია, რომელიც ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კამპანიას აშუქებდა.

ტექსტში სპეცოპერაციის მონაწილეთა სახელები შეცვლილია. მასში არ არის მონაცემები არც სპეცოპერაციის ტაქტიკისა და ტექნიკური მხარის შესახებ.
ოუენი ამბობს, რომ მას სურდა მოეყოლა იმ ადამიანებზე, რომლებიც  „შავ სამუშაოს“ ასრულებენ საზოგადოების კეთილდღეობისთვის. ის იმედს იტოვებს, რომ მისი წიგნი ახალგაზრდებს სურვილს გაუჩენს, სპეცრაზმებში იმსახურონ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ არ იცნობენ წიგნის შინაარსს და მის ტექსტს „უწყებრივი ცენზურა“ არ გაუვლია.

პენტაგონში კი წიგნის გამოსვლას „სიურპრიზი“ უწოდეს. ანალოგიური რეაქცია ჰქონდა ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურსაც.

თუმცა მედია ვარაუდობს, რომ ყოფილი სპეცრაზმელის ნაშრომი შეიძლება აჟიოტაჟის მიზეზი გახდეს, რადგან სკანდალი ბენ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ ადრე გავრცელებულმა ინფორმაციამაც გამოიწვია.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა1
ქუბრიაშვილი “ტულონის” სამეოთხედფინალო განაცხადშია2
მიწისძვრა დმანისში3
ბიოლოგების დასკვნით, თაგვები მელოდიას კარგად იმახსოვრებენ4
ივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლებას 6 პუნქტიანი მოთხოვნა წამოუყენა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X