|
16:02 30.10.2012
|
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. |
|
|
15:47 30.10.2012
|
როგორც დღეს გამოქვეყნებულ მიმართვაშია აღნიშნული, განათლების სისტემა უნდა ემსახურებოდეს მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებას და ისინი უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ გარემოში. |
|
|
12:10 30.10.2012
|
ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი დღეს, საქართველოში განხორციელებულ მედიამონიტორინგის პროექტს სახელწოდებით - "პროფესიული მედია არჩევნებისთვის" გამოეხმაურა. |
|
|
11:06 30.10.2012
|
გასულ კვირას მიღებული გადაწყვეტილებით, დასუფთავების ტარიფი შემდგომი 5 თვის განმავლობაში 2,5 თეთრი იქნება. საკრებულოს დეპუტატებმა აღნიშნული საკითხი 39 ხმით დაამტკიცეს. |
|
|
10:27 30.10.2012
|
პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრმა ია ფარულავამ დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს გასულ კვირას გაჟღერებული „დაუფიქრებელი რეპლიკის“ გამო ბოდიში მოუხადა. |
|
|
23:10 29.10.2012
|
გეომაგნიტური დღეა. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. შინაგან დაძაბულობას მოგიხსნით მუსიკა და სიმღერა. აკონტროლეთ ემოციები, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ საკუთარი გამონათქვამების მიმართ.
|
|
|
13:07 29.10.2012
|
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირების საქმის გარემოებების შესწავლას სთხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, არასამთავრობოებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს. |
|
|
12:03 29.10.2012
|
კონკურსში „მე ომბუდსმენი 2012“ 30 სექტემბრიდან 29 ოქტომბრამდე დარეგისტრირდა 340 გუნდი, თითოეული გუნდი შედგება 2 მოთამაშისგან. კონკურსის მეორე ტურში გადავიდა 32 გუნდი, შესაბამისად ამ გუნდებმა 30 კითხვიდან მინიმუმ 25 კითხვას უპასუხეს სწორად. |
|
|
11:03 29.10.2012
|
"მიდგომა შევცვალეთ. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ეს საკითხი სასჯელაღსრულების მინისტრის კომპეტენციას სცდება და ამ საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს. ამნისტიაზე საკანონმდებლო ორგანო უკვე მუშაობს და არ მგონია, ეს აქტი ძალიან დაგვიანდეს", - განაცხადა სოზარ სუბარმა. |
|
|
23:56 28.10.2012
|
ექიმების გასაოცრად მოზარდი გადარჩა. ოპერაციის შემდეგ ის თავს კარგად გრძნობს და როგორც ამბობენ, არც რაიმე გართულებები ემუქრება. |
|
|
22:11 28.10.2012
|
დღეს სავსემთვარეობაა – მოჭარბებული კოსმიური ენერგიების დღე. ეს მეტად განაპირობებს ადამიანთა აგრესიულობას, დეპრესიულობას, კონფლიქტურობას, ტრავმებს, ავარიებს, დანაკარგებს, შეცდომებს, ცდუნებებს, ჯანმრთელობის გაუარესებას და ა.შ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და კამათს, აკონტროლეთ ემოციები და გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე. |
|