GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ხელოვნება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თბილისის მოდის კვირეულს „ბუდა-ბარ თბილისი“ უმასპინძლებს
17:45 16.05.2012
დღის სიახლეები

კომპანია “ჯეოფეშენის” და მისი პარტნიორების ორგანიზებით, 17-20 მაისს, რიგით მეექვსე თბილისის მოდის კვირეული გაიმართება.

17 მაისს, თბილისის მოდის კვირეული დიზაინერ თამუნა ინგოროყვას კოლექციით და ბრენდ „მავის“ აქსესუარებით შექმნილი ფოტო გამოფენით გაიხსნება, რომელიც სტილისტურად „იმიჯ ლაბორატორიამ“ შეკრა და ფოტოგრაფმა, ირაკლი პირველმა გადაიღო.

ფოტო გამოფენის შემდეგ, თბილისის მოდის კვირეულის პირველ საღამოს, სტუმრები მხოლოდ ერთი დიზაინერის, აკა ნანიტაშვილის კოლექციის ჩვენებას დაესწრებიან.

რიგით მე-6 მოდის კვირეულში 8 პროფესიონალი და 20-მდე დამწყები დიზაინერი იღებს მონაწილეობას. თამუნა ინგოროყვას და აკა ნანიტაშვილის გარდა, ამ სეზონზე შემდეგი დიზაინერების კოლექციების ჩვენება მოეწყობა: ეკა ბალანჩივაძე, ლელა ელოშვილი, ატელიე 10ა, გიორგი შაღაშვილი, ქეთი ჩხიკვაძე, დათუნა სულიკაშვილი და გერმანიაში მოღვაწე ბიბი ბახტაძე, რომელიც პირველად წარსდგება ქართველი მაყურებლის წინაშე.

მოდის კვირეულს ამჯერად „ბუდა-ბარ თბილისი“ მასპინძლობს, რომლის მიმდებარე ტერიოტორიაზე კოლექციების ჩვენებები, დიზაინერების შოუ რუმები და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

თბილისის მოდის კვირეულის გენერალური სპონსორია კომპანია „ეკო ფუდი“,.

კვირეულს კიდევ ერთი ახალი პარტნიორი ჰყავს და ის კომპანია „ლორეალ პროფესიონალია“,  რომელიც მსოფლიო მოდის კვირეულების „ბექსთეიჯში“ მუშაობს, უზრუნველჰყობს უმაღლესი ხარისხის თმის ვარცხნილობას და მაკიაჟს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აღსრულების ეროვნული ბიურო ივანიშვილისათვის თანხის დაბრუნების შესახებ განცხადებას ავრცელებს1
ლალი მოროშკინა სოზარ სუბარის მრჩეველი გახდა2
მიხეილ სააკაშვილი აჭარაში სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო3
შს სამინისტრო ირაკლი ღარიბაშვილის უწყებაში ვიზიტის კადრებს ავრცელებს (VIDEO)4
წიკლაური: როგორ შეიძლება ასეთი ცვალებადი ფსიქიკის ადამიანს ქვეყანა ვანდოთ?5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X