GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ხელოვნება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კულტურის ცენტრ "მუზაში“ ხელოვნების ფესტივალი აიღებს სტარტს
13:14 17.05.2012
დღის სიახლეები

დღეს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ "მუზაში" საგაზაფხულო ხელოვნების ფესტივალი დაიწყება.  მას ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა  -  "ხელოვნების ზეიმი” გახსნის.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს გამოფენის ორგანიზატორებმა აცნობეს, მასზე ასამდე მხატვრის ნამუშევარი  იქნება წარმოდგენილი: თანამედროვე ხელოვნება - ფერწერა, ქანდაკება და გრაფიკა.

ამასთან, ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, თბილისის მერია ცნობილ მხატვრებს დაჯილდოებს. საქართველოს მხატვართა კავშირი კი საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს სიგელებსა და საჩუქრებს გადასცემს.

დაჯილდოების ცერემონიის პარალელურად, ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ეთერ კაკულია და ბესო კალანდაძე.  ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კოპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ფესტივალის დასკვნით ნაწილს, 19 მაისს, 14 :00 საათზე სამხატვრო სკოლის ბავშვები მშრალ ხიდზე   აქციით "მე მიყვარს ხატვა” შეუერთდებიან. პატარები ცნობილ მხატვრებს შეხვდებიან და მათგან კონსულტაციებს მიიღებენ. ისინი ადგილზე მოხატავენ ბუშტებს, ნამუშევრებს კი მათ უფროსი თაობა შეუფასებს. მოხატულ ბუშტებს  სიმბოლურად ჰაერში გაუშვებენ.

საგაზაფხულო ხელოვნების ფესტივალის პროგრამა, საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებითა და საქართველოს პრეზიდენტის, თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შსს უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას ავრცელებს1
Facebook-ში პრივატული გზავნილები მთავარ გვერდზე ვრცელდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია2
გიორგი ტუღუშს უფლებამოსილება ოფიციალურად დღეს შეუჩერდება3
სკანდალურმა საგაზეთო პუბლიკაციამ გამოცემის რედაქტორი შეიწირა4
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X