GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ხელოვნება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თბილისი Open Air 2012 დღეს გაიხსნება
14:44 02.06.2012
დღის სიახლეები

დღეს, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი თბილისი Open Air 2012 გაიხსნება. წელს ფესტივალი ზაფხულის პირველ შაბათ-კვირას, 2 და 3 ივნისს, ახალ საფესტივალო ქალაქში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე, Tbilisi Valley-ზე გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორია ალთერვიჟენ ჯგუფი, ფესტივალი ტარდება თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

2 ივნისს, ფესტივალის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, საღამოს 11:00 საათზე დაიწყება "Electro Sunrise”, რომელიც მზის ამოსვლამდე გაგრძელდება.

თბილისი Open Air 2012 გამომსვლელების მხრივ მეტად მრავალფეროვანია, მასში მონაწილეობას რვა უცხოელი და თოთხმეტი ქართველი არტისტი მიიღებს. უცხოელ ჯგუფებსა და სოლო მომღერლებს შორის არიან არტისტები რუსეთიდან, ავსტრალიიდან, გერმანიიდან, ბელარუსიიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან და  შვედეთიდან.

ფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებით, წელს სტუმრებს სრულყოფილ მომსახურეობასა და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ჰპირდებიან.

თბილისის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, თბილისი Open Air  უკვე სამი წელია ტარდება. პირველად თბილისის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, თბილისი Open Air 2009 წელს ჩატარდა. სამი დღის განმავლობაში ფესტივალს 50 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. 

ფესტივალი 15:00 საათზე იხსნება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (3 - 9 სექტემბერი)1
რუსეთის პროკურატურამ ბერეზოვსკიზე კიდევ ორი საქმე აღძრა2
იაპონიაში 6-ბალიანი მიწისძვრა მოხდა3
სოზარ სუბარი: ნებისმიერი პატიმრის მიმართ ვინც კანონს არ დაემორჩილება მკაცრი ზომები გატარდება4
ლადო ბედუკაძე საქართველოში ბრუნდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X