GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ხელოვნება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბათუმში სოფიკო ჭიაურელის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყობა
09:55 17.08.2012
დღის სიახლეები

ბათუმის იუსტიციის სახლში დღეს, ცნობილი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.

სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. 1960-64 წლებში და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში - რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო.

სოფიკო ჭიაურელს 40-ზე მეტ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ ფილმში შექმნილი აქვს კომიკური და ტრაგიკული როლები, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი არტისტიზმით, ხასიათითა და სტილით, არაჩვეულებრივი პლასტიკით, განსაკუთრებული შტრიხებითა და დეტალებით.

ეროვნულ არქივში დაცულია ფოტოები, რომელიც მხატვრული ფილმების გადასაღებ მოედანს ასახავს. მათ შორის არის კინოსურათები სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით. არქივი ინახავს, ასევე, მსახიობის პორტრეტებს, თეატრალურ როლებისა და ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოებს.

გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები შემდეგი ფილმებიდან: „ჩვენი ეზო“, „ვერის უბნის მელოდიები“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „ხევსურული ბალადა“, „ფერისცვალება“, „წუთისოფელი“, „დათა თუთაშხია“, „აურზაური სალხინეთში“, „ენგურის ნაპირებზე“, „ნატვრის ხე“, „ვიღაცას ავტობუსზე აგვინდება“, „გენერალი და ზიზილები“ და სხვ. დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს სცენები სპექტაკლებიდან: „ბერიკონი“, „ტალანტები და თაყვანისმცემლები“, „მილიარდელის ვიზიტი“, „ეზოში ავი ძაღლია“, „ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი“ და სხვ.

ბათუმის იუსტიციის სახლში გამოფენა 3 სექტემბრამდე გაგრძელდება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება1
8 წლის გოგონას გაუპატიურებისათვის 63 წლის მამაკაცი ციხეში მხოლოდ 6 თვეს გაატარებს2
თავდაცვის სამინისტროში სასწავლო პროგრამით ბალტიის თავდაცვის კოლეჯის დელეგაცია იმყოფება3
რუსმა სამხედროებმა ნაღმმტყორცნებით სკოლა-ინტერნატი დაცხრილეს (VIDEO)4
ვანო მერაბიშვილის მოწონების მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X