GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კომპანია „ჯეოსელი“ სწრაფი გადახდის ტერმინალთან დაკავშირებით აბონენტებს აფრთხილებს
16:12 06.09.2012
დღის სიახლეები

2012 წლის 7 სექტემბერს 12:00 საათზე ჯეოსელი წყვეტს შპს „მგსს“ საქართველოს/OSMP-სთან არსებულ ხელშეკრულებას, რის გამოც „ჯეოსელის“ აბონენტები ვეღარ შეძლებენ შპს „მგსს“ საქართველოს/OSMP-ს გადახდის აპარატების მეშვეობით ანგარიშის შევსება განახორციელონ.  აღნიშნულის შესახებ „ინტერნეტ. ჯი“-ის „ჯეოსელის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ირმა ცქიტიშვილმა აცნობა.

ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი „ჯეოსელის“ წინაშე 2 მილიონ ლარამდე არსებული დავალიანება გახდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანია „ჯეოსელი“ განცახადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:

წლების განმავლობაში შპს „მგსს“ საქართველოს/OSMP-ს მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღისათვის შპს „მგსს“ საქართველოს/OSMP-ს დავალიანება ჯეოსელის წინაშე შეადგენს 2 მილიონამდე ლარს. შპს „მგსს“ საქართველო/OSMP არის მხოლოდ თანხის შემგროვებელი კომპანია და მას ჰქონდა ვალდებულება შეგროვებული თანხა, რომელიც იყო ჯეოსელის კუთვნილება დაებრუნებინა ჩვენი კომპანიისათვის. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შპს „მგსს“ საქართველოს/OSMP-ს მიერ წარმოდგენილ საბანკო გარანტიას გაუვიდა ვადა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ მოხდა განახლებული საბანკო გარანტიის წარმოდგენა. ამ ფაქტს ასევე დაემატა ის გარემოება, რომ დავალიანება ყოველდღიურად იზრდებოდა. შესაბამისად, გაჩნდა რეალური საფუძველი, გვეფიქრა რომ კომპანია მიდიოდა გაკოტრებისაკენ და ეს მდგომარეობა შეიძლება გამხდარიყო როგორც ჯეოსელის, ასევე ჩვენი აბონენტებისათვის სარისკო. 

„ჯეოსელი“ აცხადებს, რომ შპს „მგსს“ საქართველოსთან/OSMP-ს ურთიერთობა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ მათ მიერ სრულად იქნება შესრულებული ყველა ვალდებულება და გაფორმდება ახალი ხელშეკრულება, რომლითაც ნაკისრი ვალდებულებები  უზრუნველყოფილი იქნება საბანკო ინსტიტუტებით (საბანკო გარანტია). ამ ნაბიჯით დაცული იქნება, როგორც აბონენტები, ასევე კომპანია ჯეოსელი. 

იმ შემთხვევაში, თუ შპს „მგსს“ საქართველო/OSMP- დაუყონებლივ არ შეასრულებს „ჯეოსელის“ კანონიერ მოთხოვნებს, იძულებულები ვიქნებით სასამართლოს მეშვეობით დავიცვათ ჩვენი უფლებები.

კიდევ ერთხელ გვინდა ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს აბონენტებს მათთვის შექმნილი შესაძლო დისკომფორტისათვის და აქვე შეგახსენებთ, რომ აბონენტებისათვის გადახდის ალტერნატიულ საშუალებად რჩება სხვა კომპანიების სწრაფი გადახდის სისტემები, მათ შორის, როგორიცაა „ნოვა ტექნოლოჯი“, „თი-ბი-სი ფეი“, ასევე ჩვენი აბონენტთა მომსახურების ცენტრები (ოფისები) და ასტრა და ლაი-ლაი ბარათებით ანგარიშის შევსება. 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ესპანეთში საქართველოს მოქალაქე 31 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს1
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს2
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამამ გაიმარჯვა3
კახი კალაძემ მოადგილეები წარადგინა4
დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X