GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზაზა გოროზიამ წეროვანში სარწყავი სისტემები დაათვალიერა
12:52 12.04.2012
დღის სიახლეები

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ წეროვანში თანამედროვე დაწვიმებითი სარწყავი სისტემები დაათვალიერა.

წეროვანის სადემონსტრაციო ნაკვეთზე, რომლის სრული ფართობი 289 ჰა-ს შეადგენს, დამონტაჟებულია 5 ერთეულ "რეინკეს" ფირმის თანამედროვე დაწვიმებითი მორწყვის მექანიზმი. სისტემას წყალი მდინარე ქსნიდან 7 კმ-იანი მილსადენით უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფომაციით, დაწვიმებითი სარწყავი სისტემა მცენარის ვეგეტაციის პერიოდის კონტროლის საშუალებას იძლევა. სარწყავ წყალში საჭირო ქიმიკატების და სასუქების შეტანა ხდება, რაც ნათესებზე მინერალების ნორმირებულ მიწოდებას უზრუნველყოფს. მექანიზმიდან წყალი ჰაერში გაიფრქვევა და ნებისმიერი რელიეფის მქონე ნაკვეთის იდეალურად მორწყვის საშუალებას იძლევა. თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის ეს უპირატესობები მოსავალს მინიმუმ 30 %-ით ზრდის.

წეროვანის სადემონსტრაციო ნაკვეთზე ამჟამად დათესილია: ხახვი (30 ჰა), ხორბალი (110 ჰა), ნიორი (10 ჰა). ასევე საგაზაფხულო კულტურებიდან მოხდება პომიდორის, ბადრიჯნის, ბულგარული წიწაკის, წიწაკის, ბროკოლის და სიმინდის კულტურების წარმოება.

სადემონსტრაციო ნაკვეთების არსებობის მთავარი მიზანი ხეხილისა და ბოსტნეულის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენება, მოსავლიანობის გაზრდა, იმპორტის ჩანაცვლება და ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ამაღლებაა. ნაკვეთზე საჭირო ტექნოლოგიებით პროდუქციის სრული საწარმოო ციკლის მართვა მიმდინარეობს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ2
ლოპოტას ხეობაში რამდენიმე ვერტმფრენი პატრულირებს3
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს4
თინათინ ხიდაშელმა სოფელ კაკაბეთის მოსახლეობას კოალიციის გეგმები გააცნო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X