GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დელეგაცია პოლონეთში იმყოფებოდა
19:14 17.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დელეგაცია, კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისში გაიმართა. ირაკლი ჩიქოვანი პოლონელ კოლეგას მაგდანელა გაჯს შეხვდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2012 წელს ისეთ საკითხებზე ითანამშრომლებენ როგორიცაა: ინტერნეტის თავისუფალი წვდომა ქვეყნის მაშტაბით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში გამოცდილების გაზიარება, რადიოსიხშირული სპექტრის მართვა და ინფრასრუქტურულ საკითხებში დახმარება, როგორიცაა რადიომონიტორინგის ლაბორატორიის აგება და მართვა.

ვიზიტი ორი ქვეყნის მარეგულირებელ ორგანობს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

2012 წლის 9–10 მაისს კი, ვარშავაში ევროკავშირის ეგიდით იმართება ციფრული მაუწყებლობის შესახებ კონფერენცია–სემინარი, რომელსაც პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის მიწვევით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დელეგაციაც დაესწრება.

შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 2011 წელს გაფორმდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები ორჯერ იმყოფებოდნენ პოლონეთის რესპუბლიკაში და მათთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხებს ეცნობოდნენ. დოკუმენტის ხელმომწერი ორივე მხარე თანამშრომლობას დადებითად აფასებს და სამომავლოდ უფრო მჭიდრო ურთიერთობას გეგმავს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დელეგაცია პირველი უცხოური დელეგაცია იყო პოლონეთის მარეგულირებელ ოფისში მას შემდეგ რაც მაგდანელა გაჯი დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მატარებელმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა1
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ2
შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმია მოსალოდნელი3
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება4
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X