GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
FAO-ს მაღაზიათა ქსელში ქართული ღვინო გაიყიდება
19:21 20.04.2012
დღის სიახლეები

სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია, ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა, სადაც FAO-ს (გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) 28-ე ევროპის რეგიონალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე რეგიონში სურსათის უვნებლობის კუთხით არსებული მდგომარეობა შეაფასეს და ორგანიზაციის საქმიანობის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, ზაზა გოროზია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორს ჟოზე გრაზიანო და სილვას შეხვდა. მხარეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტარტეგიის შემუშავებაში FAO-ს მხარდაჭერის საკითხი განიხილეს და ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელების შესახებ იმსჯელეს.

მოლაპარაკების შედეგად FAO-ს მაღაზიათა ქსელში ქართული ღვინის განთავსება გადაწყდა და ჟოზე გრაზიანო და სილვას საქართველოში ვიზიტიც დაიგეგმა.

“ბაქოს კონფერენციას საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გამართულ შეხვედრებზე ბევრი საინტერესო ინიციატივა გამოითქვა და საფუძველი ჩაეყარა აგრარულ სექტორში ურთიერთობების გაღმავებას ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასევე გადაწყდა, რომ საქართველოს უნგრეთის, პოლონეთისა და ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრები და FAO-ს გენერალური მდივანი ეწვევიან. ეს ვიზიტები ბევრი პოზიტიური პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებას შეუწყობს ხელს“, განუცხადა ზაზა გოროზიამ ჟურნალისტებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ორმხრივი ფორმატის ფარგლებში პოლონელ, უნგრელ და ესტონელ კოლეგებს შეხვდა. მოლაპარაკებებზე ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარების, სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების და ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის საკითხები განიხილეს. ესტონელ კოლეგასთან ჰელირ-ვარდორ სიდერთან შეთანხმებით, ქართველი სტუდენტების ესტონეთის პროფესიული განათლების ცენტრებში გადამზადების საკითხიც გადაწყდა. ასევე, დაიგეგმა ესტონეთსა და პოლონეთში ქართული დღეების ჩატარება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დემურ გიორხელიძე: ‘’კრისებში" ბატონ ხუხაშვილსაც ვგულისხმობდი1
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი მიზანია ხალხი ღირსეულად ცხოვრობდეს2
მაია ფანჯიკიძე: მთავრობა ივანიშვილის პროგრამას იპარავს3
FAO-ს მაღაზიათა ქსელში ქართული ღვინო გაიყიდება4
კახა კუკავას პარტია ალექსანდრე ებრალიძის ორგანიზაციიდან დაფინანსდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X