GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა „ნენსკრაჰესის“ მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა
15:22 23.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა დღეს, „ნენსკრაჰესის“ მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს.

ჰესს ჩინური კომპანია „Sinohydro“ აშენებს.  მესტიაში, მდინარე ნენსკრაზე სეზონური რეგულირების ჰიდროელექტროსადგურის „ნენსკრაჰესის“   მშენებლობა 5 წელიწადში დასრულდება. 

ჰესის დადგმული სიმძლავრე 210  მგვტ–ია, ხოლო წლიური გამომუშავება  1,2 მილიარდ კვტ/საათს შეადგენს.  ზამთრის პერიოდში ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება 260 მლნ კვტ/საათი იქნება.

„ნენსკრაჰესის “ მშენებლობაზე 1200  ადამიანი  დასაქმდება. პროექტში კი, 630  მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, შესაძლებელი იქნება თბოელექტროსადგურის ერთი, 120 მგვტ-იანი ენერგობლოკის ჩანაცვლება. ამასთან, ზამთარში „ნენსკრაჰესი“ „ენგურჰესის“ წყლის რესურსს გაზრდის  და შესაბამისად, საშუალებას მისცემს მას გამოიმუშავოს უფრო მეტი ელექტროენერგია.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია გამომუშავებულ ელექტროენერგიას ზამთარში შიდა ბაზარზე გაყიდის, ხოლო ზაფხულში ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გაიტანს.

საქართველოს მთავრობამ ახალი ჰესების მშენებლობებში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა “განახლებადი ენერგია 2008“ შეიმუშავა. პროგრამის ფარგლებში, დღეისათვის საქართველოს რეგიონებში 15 ახალი ჰესი შენდება. 2012-2013 წლებში კი დამატებით 20 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება.

პროექტების განხორციელების შედეგად, ენერგოსექტორში 4  მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, შეიქმნება 3 ათასი მგვტ დამატებითი სიმძლავრე, ხოლო განსახორციელებელ სამუშოებზე 13 ათასი ადამიანი დასაქმდება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აფხაზეთი ივანიშვილისგან სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას ელოდება1
Facebook-ის ქართული თამაშის - "მეღვინეს“ მესამე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ2
პრემიერმა უფასო ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამა წარმოადგინა3
ამერიკული „მაგნიტსკის სიის“ ფიგურანტებს სანქციებს ევროპაც დაუწესებს4
შოთა მალაშხია კოპალიანსა და მამრაძეს წარსულს ახსენებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X