GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიორგი ბარამიძემ 9.73 მლნ. ევროს საფინანსო შეთანხმებას მოაწერა ხელი
14:23 24.04.2012
დღის სიახლეები

დღეს, მთავრობის კანცელარიაში, ვიცე-პრემიერ მინისტრმა გიორგი ბარამიძემ საქართველოს მთავრობის სახელით, ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, 2011 წლის ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ 9.73 მლნ. ევროს საფინანსო შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ევროკომისიის მხრიდან, დოკუმენტის ხელმოწერას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი დაესწრო.

პრემიერის აპარატის ინფორმაციით, ევროკავშირის დახმარების ახალი პროგრამა - CIB Comprehensive Institutional Building, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ჩართული უწყებების ინსტიტუციონალური განვითარებისა და ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნითაა გათვალისწინებული.

ახალი პროგრამა ინსტიტუციონალურ მხარდაჭერასთან  ერთად (TWINNING-ი და ტექნიკური დახმარება) მოიაზრებს საჯარო უწყებების მოდერნიზაციასა და ტექნიკურ აღჭურვას, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს ისეთი სპეციალიზირებული ინფრასტრუქტურის განვითარება, როგორიცაა მაგალითად სხვადასხვა სახის ლაბორატორიების აღჭურვა - განახლება.

აღნიშნული ბიუჯეტიდან ასეთი სახის აღჭურვილობას მიიღებენ:  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო; აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უვნებლობის სააგენტო და სხვა უწყებები.

internet.ge 

„კასტელის“ კრიზისი - რატომ და რამდენად მოიშორა თემურ ჭყონიამ პრობლემური კომპანია?
ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის შესახებ საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
ირაკლი სესიაშვილი: „იგლაზე“ საუბარი არასერიოზულია
ლონდონში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს1
ფოტორეპორტაჟი: თბილისის იუსტიციის სახლი2
“მის საქართველო 2012”-ის მოდელების ფოტოსესია დინამოს საწვრთნელ ბაზაზე3
ფოტორეპორტაჟი: ამერიკელი სენატორები რთველში4
ფოტორეპორტაჟი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრიდან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X