Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ორ ქართულ კომპანიას - "ჩელთის“ და "ხარებას“ ვერცხლის მედლები გადაეცათ
16:17 30.04.2012
დღის სიახლეები
სოფლის მეურნეობის ინფორმაციით, ჩეხეთის დედაქალაქმა ღვინისა და ნუგბარის მე-15 საერთაშორისო გამოფენას (15th Trade Fair for Gastronomy “Wine and Delicacies”) უმასპინძლა. 

ევროკავშირის ყველაზე ფართომასშტაბიან გამოფენაში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიები - „თბილღვინო“, „სარაჯიშვილი“, „შუმი“, „ხარება“, „ბაგრატიონი“, "ჩელთი“, „ვაინმენი“ და „ბესინი“ მონაწილეობდნენ.

პრაღაში ქართულ დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ია ჯანაშია ხელმძღვანელობდა. ქართულმა პროდუქციამ გამოფენის სტუმრებს შორის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. პრაღის ეს პრესტიჟული გამოფენა ევროკავშირის ღვინის ბაზარზე გასვლის საუკეთესო საშუალებაა. 

ფესტივალის ფარგლებში ღვინის დეგუსტაცია - კონკურსი გაიმართა, სადაც ორ ქართულ კომპანიას "ჩელთის“ და "ხარებას“ ვერცხლის მედლები გადაეცათ.

„ამ ფესტივალში მონაწილეობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის, რომლებმაც, ვიზიტის ფარგლებში, არაერთი მოლაპარაკება გამართეს და საინტერესო შეთანხმებებს მიაღწიეს ევროპელ კოლეგებთან. 

მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად ზრდის ქართული ტრადიციული ღვინის ცნობადობას და ხელს უწყობს ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებას“, განაცხადა ია ჯანაშიამ.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, აპრილის დასაწყისში საქართველოს ჩეხი ჟურნალისტები სტუმრობდნენ, რომლებმაც საქართველო გაიცნეს, როგორც ღვინისა და უძველესი კულტურის სამშობლო. მათ თბილისსა და კახეთში ღვინის ადგილობრივი საწარმოები მოინახულეს და ქართული ღვინის დაყენების ტრადიციებს ადგილზე გაეცნენ. სამშობლოში დაბრუნებულმა ქართული ღვინის და საქართველოში მიღებული დადებითი შთაბეჭდილებების შესახებ სტატიები გამოაქვეყნეს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები მომავალშიც განხორციელდება.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილს ძმებ კვანტრიშვილების მკვლელობაში ადანაშაულებენ (VIDEO)1
მარტვილში ნიღბიანებმა ერთი და მოკლეს მეორე აწამეს2
თბილისში მოკლე ხაზიანი სამარშუტო ტაქსები გაძვირდა3
ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებმა საკრებულოსთნ კარვების გაშლა სცადეს4
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა ნიკა მელია, ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X