GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თბილისში კიდევ ერთი გაფორმების ეკონომიკური ზონა ამოქმედდა
16:59 27.03.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გაფორმების ეკონომიკურ ზონა - „აეროპორტი“ გახსნეს.

დიმიტრი გვინდაძემ და ჯაბა ებანოიძემ პირადად დაათვალიერეს ახალი გეზი და  ყველა იმ პროცედურას გაეცნენ, რომელსაც შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა გადამხდელს სთავაზობს.

„ესაა თვისობრივად ახალი მოდელი, რომელიც მსოფლიოში პირველად დაინერგა საქართველოში. „აეროპორტის“ გეზი, რიგით მეოთხე გაფორმების ეკონომიკური ზონაა, რომელიც საქართველოში იხსნება. მისი არსი და ძირითადი მიზანი პროცედურების მაქსიმალური გამარტივებაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ქვეყნის თანმიმდევრული ტრანსფორმირება რეგიონულ, სავაჭრო, ლოგისტიკურ და ეკონომიკურ ჰაბად“, - განაცხადა დიმიტრი გვინდაძემ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის, ჯაბა ებანოიძის განმარტებით კი, მოქალაქეები ახალი ზონის ამოქმედების შემდეგ, ახლა ტვირთების გაფორმებას კომფორტულ გარემოში, შუამავლების გარეშე თავად შეძლებენ.

„დღეიდან „აეროპორტის“ გეზი სრულფასოვნად ამუშავდა. მისი დანიშნულებაა მოემსახუროს საჰაერო ტვირთების გაფორმებას. აქამდე, ტვირთის გაფორმებისთვის მოქალაქეებს უწევდათ აეროპორტიდან „ლილოს“ გეზ - ში გადაადგილება. მათთვის ეს რთული პროცედურა იყო. ახლა ტვირთების გაფორმებას ისინი კომფორტულ გარემოში, შუამავლების გარეშე, თავად შეძლებენ, რითაც ისინი იგებენ დროს, ხარჯავენ ნაკლებ ენერგიას და სწრაფად აფორმებენ ტვირთებს“,- განაცხადა ებანოიძემ. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი გეზის ამოქმედებით მარტივდება საჰაერო გზით გადაადგილებული ტვირთების გაფორმება. პროცედურა, ერთი ფანჯრის პრინციპით, რამდენიმე წუთში სრულდება. ადგილზევე გაიცემა ტვირთის გაფორმებისთვის საჭირო ნებართვები და სერთიფიკატები.

"აეროპორტის"  გეზ-ის გახსნის შემდეგ, გადამხდელს აღარ მოუწევს ბროკერების დაქირავება, რაც გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ასევე, დეკლარაციების შევსებისათვის აღარ იქნება საჭირო ხანგრძლივ რიგში დგომა. 

გეზ-ში „აეროპორტი“ შესაძლებელია ისეთი მომსახურებით სარგებლობა, როგორიცაა ტვირთის ელექტრონული დეკლარირება, „დისტანციური“ დეკლარირება ელექტრონული ხელმოწერით (ტვირთის გაფორმება ერთი რეგიონიდან მეორეში ჩასვლის გარეშე), საჭიროების შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარება და „წითელი დერეფნის“ შემთხვევაში ტვირთის ადგილზე დათვალიერება.

გაფორმების  ეკონომიკურ ზონაში - „აეროპორტი“, 40-მდე თანამშრომელი დასაქმდა და ისინი მომხმარებელს  ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, მოემსახურებიან. გეზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, ყოფილი საბაჟო გაფორმების ცენტრის ადგილზე გაიხსნა.  

ახალი გაფორმების ეკონომიკური ზონის მშენებლობა 5 თვეში დასრულდა. გაფორმების ეკონომიკური ზონების შექმნა შემოსავლების სამსახურის „ახალი კურსის“ ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემის შეთავაზებას ბიზნესისათვის.

უწყების ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბით განხორციელდა ფინანსთა სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და განვითარება. აღნიშნული ინფრასტრუქტურა, მათ შორის გაფორმების ეკონომიკური ზონების თვისობრივად ახალი კონცეფციის დანერგვა-განხორციელება, მნიშვნელოვანია, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელოვის სავაჭრო, საინვესტიციო, ლოგისტიკური და ეკონომიკური ცენტრი.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სასჯელაღსრულების დაწესებულებას "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი დატოვებს1
ივანიშვილი: თუ არჩევნების შედეგებს ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიები აღიარებენ, კოალიცია მიღებულ შედეგს არ გააპროტესტებს2
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 16 სექტემბრისთვის3
კაპანაძე: ცხინვალის რეგიონში მომხდარი ყველა მოვლენა რუსეთის კისერზეა4
სირიის სამხედრო თვითმფრინავები თურქეთის საზღვარს მიუახლოვდნენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X