GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიგი უგულავა: უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია
14:54 25.05.2012
დღის სიახლეები

თბილისის მერი განაგრძობს იმ საწარმოების დათვალიერებას, რომლებიც 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სამრეწველო აღლუმში მონაწილეობენ. გიგი უგულავა დღეს, ქვების გადამამუშავებელ საწარმო „კამარაში“ იმყოფებოდა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

უგულავას განცხადებით, უმუშევრობის ყველაზე სისტემური და მაღალი მაჩვენებელი თბილისშია. 

„მთავარი პრობლემა დღეს მაინც არის უმუშევრობა, ყველაზე სისტემური და მაღალი მაჩვენებელი უმუშევრობისა თბილისშია. სამრეწველო აღლუმი ემსახურება იმას, რომ ჩვენი თვალით შევაფასოთ და ვნახოთ თუ რა იწარმოება საქართველოში. თითეული ახალი კომპანია არის დამატებითი სამუშაო ადგილები. პატარა საწარმოების სიმრავლე და მრავალფეროვანი პროდუქცია, ქმნის ძლიერ ეკონომიკას და ასაქმებს ადამიანებს. თუმცა, საქართველოში ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ბევრი ადამიანია დასასაქმებელი, ამიტომ ეს ყველაფერი არ იწვევს ბოლომდე კმაყოფილებას“,- განაცხადა უგულავამ.

კომპანია „კამარა“ 1998 წლიდან ადგილობრივ ნატურალურ ქვებს ამუშავებს.  საწარმო ქართული ბაზალტისა და გრანიტის გარდა, ნიჩბისის, ანანურისა და სხვა ნაკლებად ათვისებულ კარიერებში მოპოვებულ მოსაპირკეთებელ მასალაზე მუშაობს.

კომპანიამ  მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ბაზალტისა და გრანიტის ფილების დამზადება განაახლა. აღნიშნული მასალით მოკირწყლულია თბილისის  დასასვენებელი პარკები, სკვერები, სახელმწიფო თუ კერძო ობიექტები. ქვების გადამამუშავებელმა საწარმომ 2012 წლიდან ქართული მოზაიკის წარმოებაც დაიწყო.

აღნიშნულ ობიექტში ამჟამად 17 ადამიანია დასაქმებული.

შპს „კამარა“ 26 მაისს დაგეგმილ სამეწველო აღლუმში მონაწილეობს და გამოფენაზე  სხვადასხვა სახეობის, მრავალფეროვან პროდუქციას წარმოადგენს.

ქართული წარმოების პოპულარიზაციის მიზნით, "ქართული მრეწველობის აღლუმი – დამზადებულია საქართველოში", 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე გაიმართება. გრანდიოზულ გამოფენაზე 250–ზე მეტი საწარმო ადგილობრივი წარმოების, მრავალფეროვან პროდუქციას წამოადგენს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აბრაამ მიხაილი: არავის ეგონოს, რომ ისრაელს ირანთან ომი სურს1
პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში ფონდების საქმიანობასთან დაკავშირებული დეფინიცია დაკონკრეტდა2
პირველადი ჯანდაცვის განვითარებისათვის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა3
მიწისძვრა აზერბაიჯანსა და სომხეთშიც იგრძნეს4
ცესკოს პირველადი მონაცემები რაჭა-ლეჩხუმში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X