GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ავტო სახელოსნოებისთვის ფიქსირებული გადასახადი დაწესდა
13:00 30.05.2012
დღის სიახლეები

ფიქსირებული გადასახადით ავტოსახელოსნოებიც ისარგებლებენ. შემოსავლების სამსახურმა ფიქსირებული გადასახადის ოდენობა მცირე ავტო სახელოსნოებისთვისაც განსაზღვრა. დასაბეგრი საქმიანობის სახეს წარმოადგენს ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი და აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართზე გაწეული სხვა მომსახურება.

გადასახადის განაკვეთი ერთი ავტომობილის მომსახურებისათვის განკუთვნილ სამუშაო ადგილზე  100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ცალსახად ვერ დგინდება, რამდენი ავტომობილის მომსახურებისთვისაა განკუთვნილი სამუშაო ადგილი - ყოველ 40 კვ.მ-ის ფარგლებში ფართზე  - გადასახადი 100 ლარით განისაზღვრა.

ფიქსირებული გადასახადი სამი თვის წინ ამოქმედდა და 50 ლარით განისაზღვრა თონეებისა და სალონებისთვის. გადასახადის ალტერნატიული ფორმა საქართველოს ყველა რეგიონში მოქმედებს და უკვე 1093 სერთიფიკატია გაცემული იმ მეწარმეებზე, რომლებიც ფიქსირებული გადასახადით სარგებლობენ.

ფიქსირებული გადასახადით ის  მცირე მეწარმეები სარგებლებენ, რომლებიც ეწევიან არა იურიდიული, არამედ ფიზიკური პირების მომსახურებას. მათ არ სჭირდებათ იურიდიული პირებისათვის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ანგარიშფაქტურის გამოწერა. გადასახადის ასეთი ფორმის არჩევის შემთხვევაში, ამ კატეგორიის მეწარმეებს ეხსნებათ სალარო აპარატის გამოყენების აუცილებლობა, საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება. ისინი იბეგრებიან კონკრეტული განაკვეთით თვეში ან კვარტალში.

ალტერნატიული გადახდის მოდელით სარგებლობენ ისეთი საწარმოები, როგორიცაა მცირე საპარიკმახერო, მცირე პურის საცხობი, ასევე ავტომობილების მცირე სახელოსნო.

ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლა  ნებაყოფლობითია და თავად მეწარმეს აქვს არჩევანის საშუალება. გადასახადის განაკვეთის ოდენობა კი კონკრეტული სფეროების მიხედვით ეტაპობრივად დადგინდება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიწისძვრა ონში1
გვენეტეძე: მაკა ასათიანი აღარ იყო საკონტროლო პაკეტის მფლობელი2
კობახიძე: ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს ჩვენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან3
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება4
სტუდენტებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X