GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დიმიტრი გვინდაძემ თავისუფალ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა
19:54 01.06.2012
დღის სიახლეები

ფინანსთა მინისტრი საჯარო ლექციათა - „ვისაუბროთ ეკონომიკაზე“ ციკლის ფარგლებში, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

„ვისაუბროთ ეკონომიკაზე“ - ლექციის კურსი მოიცავს ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე - თუ როგორ გახდეს ქვეყანა რეგიონის სავაჭრო, ეკონომიკური და ლოჯისტიკური ცენტრი, რა ინიციატივებია გათვალისწინებული დასაქმების ხელშეწყობისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის.

ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან რეგიონულ, ურბანულ, ენერგეტიკულ, ტურისტულ, საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„ეს არის ციკლი ლექციებისა სტუდენტებისთვის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. შეხვედრაზე ღია, უშუალო და ამავე დროს, დეტალური საუბარი შედგა ქვეყნის ეკონომიკაზე, საჯარო ფინანსებზე, ტენდენციებზე ბიზნეს-სექტორში. საუბარი შეეხო გლობალურ ეკონომიკურ ტენდენციებს. შიდასახელმწიფოებრივი და გლობალური ეკონომიკური ტენდენციები ერთმანეთთან დაკავშირებულია. იმედია, დღევანდელი შეხვედრა სასარგებლო იქნება სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის,“ - განცხადა დიმიტრი გვინდაძემ.

პრეზენტაციის შემდეგ საუბარი ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. მინისტრმა უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.

ფინანსთა მინისტრმა საჯარო ლექციები უკვე გამართა საქართველოს უნივერსიტეტში, აგრეთვე თბილისის სახელმწიფო, აგრარული, შავი ზღვის საერთაშორისო და საპატრიარქო უნივერსიტეტების სტუდენტებთან. წლის განმავლობაში ფინანსთა მინისტრის საჯარო ლექციები ქვეყნის სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც გაიმართება.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი: ის რაც ქეყანაში კეთდება, შემდეგი ასწლეულების განმავლობაში ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდება1
ჰიტლერული მისალმების იგნორირებისათვის მოსკოველმა ნაცისტმა მგზავრი დაჭრა2
ფოტორეპორტაჟი: ამერიკელი სენატორები რთველში3
ქალაქ ლაზიკას პროექტი4
ბოკერია და უგულავა პარტიას „ევროპული საქართველო“ უერთდებიან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X