GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ენერგეტიკულ რისკებთან დაკავშირებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
09:57 07.06.2012
დღის სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი აზრის სახლი" დღეს ანალიტიკური პროექტის - "რეალური რისკები რეალურ საქართველოში" VII ნაწილის პრეზენტაციას გამართავს.

ცნობილია, რომ  ნაშრომი, რომლის სახელწოდებაა "ენერგეტიკული რისკები საქართველოში", ქვეყნის ავტონომიური ენერგომომარაგების შესაძლებლობების და პოზიტიური მხარეების ანალიზს მოიცავს.

დოკუმენტი ეთმობა სოფლების და დასახლებული პუნქტების მოსახლეობის სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებზე მოთხოვნილების და შესაბამისი ენერგოუზრუნველყოფის არსებული მდგომარეობის შესწავლას, ასევე, გამოუყენებელი ენერგეტიკული პოტენციალის გამოვლენას.

პროექტის შესახებ ძირითად მოხსენებას წაიკითხავს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ანზორ დუნდუა; თანამომხსენებლები იქნებიან საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი, ნუგზარ უფლისაშვილი და საქართველოს ენერგეტიკულ რესურსების ეფექტურობის გამოყენების ასოციაციის თავჯდომარე, გიორგი ტურაბერიძე.

პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდება დასახლებული ობიექტების გეოგრაფიული, კლიმატური, სოციალური, სტრუქტურული და სხვა ზოგადი სახის ინფორმაციაზე. ასევე, მოსახლეობისა და სამრეწველო სტრუქტურების ენერგეტიკული უზრუნველყოფის საკითხებზეც.

განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ენერგეტიკული რესურსების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ენერგიის აუცილებელი მოცულობები, ადგილობრივი განახლებადი რესურსების პრიორიტეტები, ეკონომიკური ეფექტურობა, სოციალური და ეკოლოგიური ასპექტები, ორგანიზაციული საკითხები და ცენტრალიზებული ელექტრომომარაგება.

ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან ცნობილი მეცნიერები, ექსპერტები და ანალიტიკოსები.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გულუას მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია1
დიაგნოზი - აუტიზმი საშიში არ არის, საშიშია ამ დიაგნოზის მქონე ადამიანების იგნორირება!2
ივანიშვილს ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის საქმე პირად კონტროლზე აჰყავს3
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე დაკავებულია4
ზოოპარკში ველურმა ძაღლებმა 2 წლის ბავშვი დაგლიჯეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X