GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თუშეთის და ვაშლოვანის ეროვნული პარკებისათვის, კავკასიის ბუნების ფონდმა 604 000 ევრო გამოყო
15:07 03.04.2012
დღის სიახლეები

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კავკასიის ბუნების ფონდმა, თუშეთის და ვაშლოვანის ეროვნული პარკებისათვის, 604 000 ევრო გამოყო.

 

ამასთან დაკავშირებით დღეს, გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და საერთაშორისო ორგანიზაცია, კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა 604 000 ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

 

„ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ხდება საკმაოდ დიდი თანხების მოძიება, რომელიც იხარჯება დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნით. მსგავსი გრანტები ხელს უწყობს კონკრეტულად იმ ხარჯების დაფარვას, რისი საჭიროებებიც არის ეროვნულ პარკებში. სწორედ ამის შედეგია, რომ ყოველწლიურად ძალიან დიდი ტემპით იზრდება დაცულ ტერიტორიებში ტურისტების რაოდენობა და ეს დინამიკა იქნება შენარჩუნებული სწორედ ასეთი პარტნიორების თანადგომით," - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

 

გრანტი თუშეთის და ვაშლოვანის ეროვნული პარკების განვითარებისათვის დაიხარჯება, ორი წლის განმავლობაში მოეწყობა მცირე ინფრასტრუქტურა და განხორციელდება სხვადასხვა გარემოსდაცვითი პრიორიტეტული ღონისძიებები.

 

„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერთ ხელშეკრულებას, რომელიც ხელს შეუწყობს ვაშლოვანის და თუშეთის ეროვნული პარკების განვითარებას სამი წლის განმავლობაში. საგრანტო დაფინანსების მიზანია ადმინისტრაციული საკითხების გაძლიერება და დაცულ ტერიტორიებში არსებული ბიომრავალფეროვნების საკონსერვაციო მიზნების მიღწევა," - განაცხადა დევიდ მორისონმა.

 

საგრანტო დაფინანსების მიზანია ვაშლოვანის და თუშეთის ეროვნული პარკების ადმინისტრაციის გაძლიერება და საკონსერვაციო მიზნების მიღწევა. მსგავსი პროექტები 2008 წლიდან,  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და ლაგოდეხის ნაკრძალშიც ხორციელდება.

 

კავკასიის ბუნების ფონდის მიზანია სამი ქვეყნის: საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის დაცული ტერიტორიების კონსერვაციისა და განვითარებისათვის ფინანსური ხელშეწყობა. ფონდი საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნორა კვიციანის გათავისუფლება დღეს იგეგმება1
გაბაშვილი: მორალი იმ ადამიანებმა არ უნდა გვიკითხონ, რომლებიც ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ჟირინოვსკისთან დარბოდნენ2
არასამთავრობო ორგანიზაციები ივანიშვილს დავით დარახველიძის კანდიდატურის გადახედვას სთხოვენ3
თიბილოვი: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, თბილისთან დიალოგი შედგება4
სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი გელა გელაშვილი იქნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X