GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვანო მერაბიშვილი: ლაზიკაში პორტი ორ წელიწადში აშენდება
16:25 28.08.2012
დღის სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი რუსთავში, სამრეწველო ობიექტების დათვალიერებას განაგრძობს. „აზოტის", „ვაგონმშენებელი კომპანიის", „რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხნის" და „ჰაიდელბერგ ცემენტ"-ის შემდეგ პრემიერ-მინისტრი რუსთავში მოქმედ მეტალურგიულ კომპანიებს „რუსმეტალ"-ს, „რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას" და „ჯეოსტილ"-ს ესტუმრა.

„რუსმეტალ"-ის ხელმძღვანელობასთან საუბრის დროს, ვანო მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ლაზიკას ახალი პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პორტი იქნება საქართველოში პირველი პორტი, რომელსაც შეეძლება დიდი ტონაჟის კონტეინერმზიდების მიღება და გადმოტვირთვა. ნაცვლად 200-300 კონტეინერის ტევადობის გემებისა, პორტს საშუალება ექნება მიიღოს ისეთი გემები, რომლებსაც 3000-5000 კონტეინერის გადაზიდვა შუძლიათ, რაც მნიშვნელოვნად გააიაფებს ტრანსპორტირების ხარჯებს და შეამცირებს დახარჯულ დროს. შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება ნედლეულის ფასი მეტალურგიულ სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის.

კომპანია "რუსმეტალი" 2005 წელს დაარსდა. ორგანიზაციამ ქალაქ რუსთავში დაიწყო ქარხნის მშენებლობა, რომელიც 2006 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და მასში 300 ადამიანამდე არის დასაქმებული. ქარხანა აწარმოებს ფეროშენადნობებს და წელიწადში მისი წარმადობა არის 25-30 ათასი ტონა. ქარხანა წარმოებაში ძირითადად ადგილობრივ მადანსიყენებს და მანგანუმს თერჯოლის რაიონშიმოიპოვებს, სადაც სამი საბადო და მანგანუმის გადამამუშავებელი ქარხანა აქვს. "რუსმეტალ"-ს პროდუქცია ექსპორტზე თურქეთში, უკრაინაში, აშშ-ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გააქვს. 

„რუსმეტალ"-ის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი „რუსთავის მეტალურგიულ ქარხანა"-ში მივიდა და იქ დასაქმებულ პირებს გაესაუბრა. ქარხნის წარმომადგნლებმა პრემიერ-მინისტრს საწარმოო პროცესი და ქარხნის გაფართოების გეგმები გააცნეს, რომლის შედეგადაც ქარხნის წარმადობა თვეში 6000 ტონიდან 10000 ტონამდე გაიზრდება. „რუსთავის მეტალურგიული ქარხნის" მიერ დამზადებული პროდუქციის დაახლოებით 80% მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთ მეტალურგიულ საწარმოს, „ჯეოსტილ"-ს ესტუმრა. კომპანიის წარმომადგენელმა ვანო მერაბიშვილს ფოლადიდან საბოლოო პროდუქციის მიღების ტექნოლოგია გააცნო. შპს "ჯეოსთილი" საქართველოში ფოლადის ყველაზე დიდი მწარმოებელია და მასში 600-მდე ადამიანი არის დასაქმებული. ქარხნის საწარმოო ინფრასტრუქტურა 13 ჰექტარზეა გაშლილი და მისი წარმადობა წელიწადში 200 000 ტონა ფოლადს შეადგენს. ქარხანამ 2011 წელს ექსპორტზე 62 ათასი ტონა ფოლადიგაიტანა. საქართველოს გარდა მისი პროდუქციის მომხმარებელია აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი, ირანი და შრი-ლანკა.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
Rope-Jumping-ის კომპანია ბიძინა გუჯაბიძესა და მის შვილს ეკუთვნის1
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს2
სამომხმარებლო ფასების დონე 0.9 პროცენტით შემცირდა3
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ4
მინდია გულუა „პრესა.ჯი“-ს კალაძესა და ე.წ. "ქურდული სხადნიაკის" შესახებ ესაუბრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X