GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ დივერსანტთა შორის აჰმედ ზაკაევის პირადი მცველია
13:17 04.09.2012
დღის სიახლეები

ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებულ დივერსანტებს შორის ჩეჩენი ემისარის აჰმედ ზაკაევის პირადი მცველია, - ინფორმაციას რუსული გამოცემა კომერსანტი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, დუხვაკა დუშუევი ჯერ კიდევ ჩეჩნეთის პირველ ომში მონაწილეობდა, მოგვიანებით ის ჩეჩენი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერის, აჰმედ ზაკაევის უშუალო თანაშემწე და პირადი მცველი იყო. მოკლული 44 წლისაა.

ცნობისთვის, შს სამინისტრომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ ბოევიკთა ვინაობა სამ სექტემბერს დაასახელა. დუხვაკა დუშუევი სწორედ ამ სიაში მოხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, იდენტიფიცირებული 7 ცხედრიდან 2 არის საქართველოს მოქალაქე. ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი

5 ცხედარი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან, აქედან ერთ-ერთი ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი არის დაბადებული გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.

დანარჩენი იდენტიფიცირებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან:

დუკვახა დოშუევი - დაბადების თარიღი:19/01/1968   დაბადების ადგილი: ჩეჩნეთი, ქ. ვეგენო.  

სალამ ზაურბეკოვი -  დაბადების თარიღი: 14/12/1991   დაბადების ადგილი: ჩეჩნეთი, ქ.გროზნო.

ხაშიევ ჯაბრაილი - დაბადების თარიღი: 24/01/1989     დაბადების ადგილი: ინგუშეთი.

მუსა ადუევი-  დაბადების თარიღი: 28/03/1981       დაბადების ადგილი: ქ. გროზნო."

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს1
კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და კომპენსაციების გაცემას „ქართუ ბანკი“ უზრუნველყოფს2
მფრინავი თეფში მოქალაქეს 2 საათის განმავლობაში დასდევდა (VIDEO)3
ამერიკელმა ასტრონომმა მფრინავი თეფში გადაიღო (VIDEO)4
პორნო-ვიდეოს 11 წლის მონაწილემ აღიარა, რომ სკოლაში პროსტიტუციას ეწეოდა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X