საფრანგეთის
პოლიციამ ჩაცხრილულ ტურისტებთან ერთად მცირეწლოვან ბავშვებს მიაგნო, რომლებიც შემთხვევით გადარჩნენ.
შემთხვევა
საფრანგეთის ალპებში მოხდა, სადაც პოლიციამ დაცხრილული მანქანა, ორი მოკლული
ქალისა და ერთი მამაკაცის ცხედრები იპოვა. იქვე მიაგნეს ველოსიპედისტის ცხედარსაც.
პოლიცია ეჭვობს, რომ ეს უკანასკნელი მომხდარის შემთხვევითი მოწმე გახდა და
ამიტომაც მოკლეს.
ტურისტები
ბრიტანელები იყვნენ. საბედნიეროდ, გადარჩნენ მათი შვილები.
4 წლის გოგონა, პოოლიციის ადგილზე მისვლამდე, 8 საათის განმავლობაში მშობლების
ცხედრებს შორის იმლებოდა. იქვე, ავტომანქანასთან კი მისი 7 წლის დაც იპოვეს,
რომელიც დაჭრილი აღმოჩნდა.
ბავშვის
მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.
Internet.ge