GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ანესთეზიოლოგმა პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე მიატოვა
23:43 07.09.2012
დღის სიახლეები

შვედეთის ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური კომისია შექმნა შექმნა, რათა შემზარავი შემთხვევა გამოიძიოს, რომლის შედეგადაც პაციენტი გარდაიცვალა.

ანესთეზიოლოგსა და საოპერაციოს ექთანს ოპრაციის დროს მოშივდათ და პაციენტი პირდაპირ მაგიდაზე მიატოვეს.

ამბავი ქალაქ ლიდკუპინგის კლინიკაში მოხდა.

72 წლის პაციენტისათვის თირკმელზე სიმსივნის მოკვეთის ოპერაცია დილის 10:45 საათზე დაიწყო. ზუსტად 12:00 სთ-ზე კი ექიმმა-ანესთეზიოლოგმა და საოპერაციოს ექთანმა საოპერაციო დატოვეს და სასადილოში ჩავიდნენ. ამასთან ამ უკანასკნელმა შეცვლა სთხოვა მეგობარს, რომელიც ორთოპედიულ განყოფილებაში ჩვეულებრივ ექთნად მუშაობდა.

ნახევარი საათის შემდეგ პაციენტს მასირებული შიდა სისხლდენა დაეწყო. სადილზე გასულებს ვერაფრით დაუკავშირდნენ. ხოლო როცა ნაჭამ-ნასვამები უკან დაბრუნდნენ, აღმოჩნდა, რომ სისხლდენის შეჩერების პროცესში ვიღაცამ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი გამორთო. შედეგად, 8 წუთის განმავლობაში პაციენტს აღარ მიეწოდებოდა ჟანგბადი.

ის გადარჩა, მაგრამ ტვინი დაუზიანდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ვეგეტატიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შემდეგ კი დაიღუპა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სიმსივნე წარმატებით იქნა მოკვეთილი, გარდაცვალების მიზეზად კი ანესთეზიოლოგისა და საოპერაციოს ექთნის გულგრილობა დასახელდა.

დაღუპულის ქალიშვილმა სრულიად შემთხვევით შეიტყო მამის დაღუპვის მიზეზი და სწორედ ამის შემდეგ იჩივლა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?1
მიწისძვრა დმანისში2
იტალიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა3
თბილისის მერი: ჩემი ბრძანებით, ბაღების სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს4
კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 770-ზე მეტი ბავშვი გახდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X