GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჯარისკაცის დედის განცხადებით, მის შვილს გული და ღვიძლი სამხედრო ნაწილში ამოაცალეს
00:02 10.09.2012
დღის სიახლეები

აზერბაიჯანელი სამხედროს დედა ჩივის, რომ მის შვილს, რომელიც სახლში მკვდარი მიუყვანეს, გული და ღვიძლი ამოჭრილი ჰქონდა.

„ჩემი შვილი ისლამ იბაევი ნახიჩევანის ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო ნაწილში მსახურობდა. 40 დღის წინ ჩემთან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი მოვიდა და ჩემი შვილის ცხედარი მომიტანა. მითხრა, რომ იარაღით მოიკლა თავი. ამ ადამიანმა სასწრაფოდ მომთხოვა დამეკრძალა შვილი, რაც გავაკეთეთ კიდეც“ - წერს დაღუპულის დედა ირადა მამედოვა აზერბაიჯანულ გაზეთში „ზერკალო“.

მალე მამედოვამ გაიგო, რომ აზერბაიჯანში ადგილი აქვს სამხედროებისთვის შინაგანი ორგანოების ამოცლას და დაკრძალვიდან 39 დღის შემდეგ შვილის ცხედრის ექსგუმაცია მოითხოვა.

„ექსგუმაცია 7 სექტემბერს მოხდა. მას ნახიჩევანის სამხედრო პროკურატურის გამომძიებელი რაშად გულიევი ხელმძღვანელობდა, რომელსაც თავიდან არ სურდა დავეშვი გაკვეთის პროცესზე, მაგრამ არ დავუჯერე და დავესწარი. შედეგად აღმოჩნდა, რომ ადგილზე არ იყო გული და ღვიძლი. გამომძიებელი ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ეს ორგანოები, უბრალოდ, გაიხრწნა“ - ყვება დედა.

როგორც მან განაცხადა, აპირებს პრესკონფერენციის ჩატარებას და ამ ფაქტის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, თუმცა აღნიშნავს, რომ სამხედრო ნაწილის ხელმღვანელობამ, სადაც მისი შვილი მსახურობდა, პრესკონფერენციის ჩატარებაზე უარის თქმა მოსთხოვა და ფული შესთავაზა.

პრესკონფერენცია ბაქოში,  12 სექტემბერს ჩატარდება, - თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტში. მისი ორგანიზატორია შეიარაღებული ძალების დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის ცენტრის დირექტორი ალეკპერ მამედოვი.

გაზეთი აღნიშნავს, რომ ადრე, ამჟამად საფრანგეთში მცხოვრებმა რაგიმ ნამაზოვმა განაცხადა, რომ მსახურობდა ნახიჩევანის სამხედრო პროკურორის იაშარ ჰასანოვის მძღოლად და ნახიჩევანში სამხედროებისათვის შინაგანი ორგაოების ამოცლა მათი გაყიდვის მიზნით ხშირად ხდებოდა.

სხვა დაღუპული სამხედროს მშობლებსაც არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მათ შვილებს ორგანოები ამოცლილი ჰქონდათ.

Internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სამი წლის გოგონას მკვლელობისათვის ორი ადამიანი დააკავეს1
საქართველოს დღეს აშშ-ის საგანგებო ელჩი ეწვევა2
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკა ზღულაძე უწყებაში არ დარჩა3
მეცნიერები ლაბინკირის ტბის „მონსტრის“ პოვნას გეგმავენ4
ხალიალის მთის გამოქვაბულებში 3 ათასი საერთაშორისო ტერორისტი იმალება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X