GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პოლიციამ დანაშაული Facebook-ის საშუალებით გახსნა
13:26 17.09.2012
დღის სიახლეები

საზარელი საქმე გახსნეს ამერიკელმა სამართალდამცველებმა. პოლიციამ დააკავა ორი ბანდის ათეულობით წევრი, რომლებიც ერთმანეთს ხოცავდნენ, ხოლო მკვლელობების სტატისტიკურ მონაცემებს, ცინიკური ფორმით, საჯაროდ, Facebook-ით აცნობდნენ ერთმანეთს.

პოლიციას ხელთ ჩაუვარდა დაახლოებით 50 განგსტერი, რომლებიც ნიუ-იორკის ბანდების Rockstarz-ისა და Very Crispy Gangster-ის შემადგენლობაში შედიან.

ეს დაჯგუფებები ბრუკლინში სამი წლის განმავლობაში მოქმედებდნენ და ერთმანეთთან კრიმინალურ ომს აწარმოებდნენ - წერს „ნიუ იორკ თაიმსი“ პოლიციის წარმომადგენლის რეი კელიზე დაყრდნობით.

ბანდიტების გამოვლენაში Facebook დაეხმარათ, სადაც კრიმინალები მკვლელობების ანგარიშს აწარმოებდნენ და ერთმანეთს მუქარებსაც უგზავნიდნენ.

მინიმუმ, უკვე ერთი „პოსტი“ მკვლელობის აღიარებაა, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ  Rockstarz-ის წევრებმა ჯონი სანტიაგოს მკვლელობა თავის „აქტივში მიიწერეს“ და „ანგარიშიც“ გამოაქვეყნეს: „ანგარიში 3:0 Rockstarz-ის სასარგებლოდ“.

იმავდროულად მოკლეს კიდევ ორი განგსტერი, რის შესახებაც მკვლელმა დაჯგუფებამ „სპორტული კომენტატორის“ სახელით ინტერნეტში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მოკლულის საათითა და ქამრით პოზირებენ. ფოტოზე კი მინაწერია: „მე ვეღარ დაგიბრუნებ ამ ნივთებს, რადგან შენ აღარ შეგიძლია სიარული“.

აღსანიშნავია, რომ განსტერების ომში რიგითი და შემთხვევითი მოქალაქეებიც დაზარალდნენ, - ძირითადად სროლების დროს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას დაიჭრა 10 წლის ბიჭიც, რომელიც სახლში ტელევიზორს უყურებდა. ტყვიამ მინა ჩაამსხვრია და ბავშვს მოხვდა.

დაკავებული ბანდის წევრების ასაკი 16-და 23 წლამდეა. მათ ბრალად ედებათ არაერთი მკვლელობა, თავდასხმა, იარაღის უკანონოდ ტარება და ფლობა და დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გვენეტეძე: მაკა ასათიანი აღარ იყო საკონტროლო პაკეტის მფლობელი1
თბილისის მერი: ჩემი ბრძანებით, ბაღების სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს2
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათება გამოირთვება3
თბილისის მერია სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს4
გავრცელებული ინფორმაციით, ოსმან თურანი „ჯეოსელის“ დატოვებას გეგმავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X