GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით აკობიას ჩვენება (VIDEO)
18:19 20.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პროკურატურაში, გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმრების წამების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. 

აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულ პირებს უკვე შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. 

პროკურატურამ გუშინ ერთ-ერთი დაკავებულის, ჩანაწერის ავტორ დავით აკობიას ჩვენება გაავრცელა, სადაც აკობია დანაშაულს აღიარებს და დეტალურად ყვება როგორ დაუკავშირდა ბედუკაძეს და როგორ მიიღო ციხეში ფარული ჩანაწერის განხორციელების დავალება.

დავით აკობია, ბრალდებული: სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მუშაობა დავიწყე 2011 წლის 7 თებერვალს, ვმუშაობდი 24 აგვისტომდე. 5 აგვისტოს უსაფრხოების ინსპექტორი ბორის ფარულავა დამიკავშირდა და შეხვედრა მთხოვა, დავთანხმდი. ის იყო ანერვიულებული, მითხრა გლდანის კადრები გავქვს გადაღებული და პატიმრის ცემა და რაღაცეები, რომელიც რომ გაიგონ დაგვიჭერენო და სასწრაფოდ უნდა წავიდე საზღვარგარეთო, მაგრამ მანამდე ერთი კადრი კიდევ მინდა და თუ შეგიძლია ეს შენ გააკეთეო. რის სანაცვლოდაც დამპირდა სოლიდურ თანხას.

მე დავთანხმდი და 24-ში, აგვისტოს, როცა სმენაში ვიყავი, ბორის ფარულავამ შემოიტანა მიკროკამერა, რომელიც უნდა დამემაგრებინა შარვალზე და კარანტინის დაშლის კადრი უნდა გადამეღო, მე ეს გავაკეთე. 25 აგვისტოს გამოვედი სამსახურიდან, ვნახე ბორის ფარულავა და გადავეცი ეს კადრი. მან მითხრა, რომ დღესვე ეს კადრი ლადო ბედუკაძეს უნდა გავუგზავნოო, რომელიც ბელგიაში იმყოფებაო და ის დაგვეხმარება ყველანაირადო, 28-ში შენც დაგიკავშირდებაო.

28-ში ბედუკაძე დამიკავშირდა სკაიპით და მითხრა რომ ყველანაირად შენს გვერდით ვიქნები და ფულითაც დაგეხმარები, ოღონდ მანდედან უნდა წამოხვიდე და ჩემთან უნდა მოხვიდეო. გზის ფულს ბორის ფარულავა მოგცემს დანარჩენს მე მივხედავ, როცა აქ ჩამოხვალო.

29 აგვისტოს ბორის ფარულავა ისევ დამიკავშირდა და 400 დოლარი გადმომცა, ეს იყო გზის ფული და მითხრა, რომ 18 ან 19 სექტემბერს უნდა გავსულიყავი საქართველოდან, წავსულიყავი სომხეთში ხოლო იქიდან - უკრაინაში, სადაც სკაიპით დავუკავშირდებოდი ლადო ბედუკაძეს იქ შემხვდებოდა და ყველანაირად დამეხმარებოდა მათ შორის მატერიალურადაც" - ყვება ჩვენებაში აკობია, რომელიც 19 სექტემბერს, გამტენიისას პოლიციამ საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გლდანის ციხესთან პატიმრების მშობლები იკრიბებიან1
მერკელის კორტეჟს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს2
იაპონიას არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოჰყავს3
მამაკაცმა სასტუმროს ნომერში თავი ჩამოიხრჩო4
პატიმართა მშობლები ქსნის დაწესებულების დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X