GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
წამებით მკვლელობის ჩამდენი ჟურნალისტი აღმოჩნდა
00:23 21.09.2012
დღის სიახლეები

ნოვოსიბირსკში სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს მამაკაცი, რომელმაც წლინახევრის ბავშვი ჯერ მოკლა, შემდეგ კი ძაღლებს აჭამა.

გაირკვა შემზარავი მკვლელობის კიდევ ერთი დეტალი: ანდრეი მორგუნოვმა  ნიკოლა  კარპოვი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი დანით აკუწა.

გაირკვა ისიც, რომ მორგუნოვი ჟურნალისტია და ნოვოსიბირსკის ჟურნალისტთა კავშირის წევრია, თუმცა ამჟამად დიზაინერად მუშაობს. თავის გვერდზე სოციალურ ქსელში, მას ასევე მითითებული აქვს, რომ არის რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრიც და მრავალი მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ახალგაზრდა დედამ, რომელიც დასთან სტუმრად ჩავიდა, ბავშვი ასევე სტუმრად მყოფ მორგუნოვს დაუტოვა და თავად დასთან ერთად სოკოს საკრეფად წავიდა. უკან დაბრუბეულებს კი შემზარავი სურათი დახვდათ: ოთახი სისხლით იყო მოსვრილი, იქვე იპოვეს ბავშვის დაგლეჯილი სხეულიც.
ოჯახში ჰყავდათ როტვეილერი, რომელიც ოთახში გაზის მილზე იყო მიბმული.
თავდაპირველად ივარაუდეს, რომ ბავშვი ძაღლმა დაგლიჯა.

ამასთან, ადგილზე არ დახვდათ მამაკაცი, რომელსაც ბავშვის მოვლა სთხოვეს.
ექსპერტიზამ კი გაარკვია, რომ ძაღლის ნაკბენების გარდა ბავშვს სხეულზე 91 ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული.

პოლიცია აცხადებს, რომ წლინახევრის ნიკოლა ჯერ გააუპატიურეს, მერე დანით დაჭრეს და ბოლოს კვალის დასაფარად, მისი სხეული ძაღლს მიუგდეს.

დაკავებულმა მამაკაცმა დანაშაული უკვე აღიარა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
წამებით მკვლელობის ჩამდენი ჟურნალისტი აღმოჩნდა1
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?2
უგულავა: მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ3
ჯეჯელავა: ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები4
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს.5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X