GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ წამებაში ბრალდებული ბედუკაძის საქმე ბელგიას გადაეცა
14:03 29.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით,  ვლადიმერ ბედუკაძის საქმე ბელგიის მხარეს, საქმის შემდგომი გამოძიების საწარმოებლად გადაეცა.

ბედუკაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

პროკურატურაში პატიმრების წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი წამებისათვის ბრალდებულად არის ცნობილი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოპერატიული მორიგე ვლადიმერ ბედუკაძე.

“რადგან ვლადიმერ ბედუკაძემ  მოახერხა ქვეყნის დატოვება და ამჟამად ის იმყოფება ბელგიის სამეფოში, ვლადიმერ ბედუკაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები შემდგომი სამართალწარმოების მიზნით, დღეს გადაეგზავნა ბელგიის იუსტიციის სამინისტროს. სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაგზავნა განხორციელდა სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაგზავნის მიუხედავად, საქართველოში მიმდინარე სამართალწარმოება გრძელდება ბელგიის კომპეტენტური სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. ქართული მხარე გააგრძელებს თანამშრომლობას ბელგიელ კოლეგებთან და მიაწვდის მათ მოპოვებულ ნებისმიერ დამატებით მტკიცებულებას”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ამ ეტაპზე პატიმართა წამებისა და არაჰუმანული მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია 19 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მე-8 საპყრობილისა და ქუთაისის მე-2 საპყრობილის დირექტორები და ამავე საპყრობილეების სხვა მაღლი თანამდებობის პირები.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა1
ქუბრიაშვილი “ტულონის” სამეოთხედფინალო განაცხადშია2
მიწისძვრა დმანისში3
ბიოლოგების დასკვნით, თაგვები მელოდიას კარგად იმახსოვრებენ4
ივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლებას 6 პუნქტიანი მოთხოვნა წამოუყენა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X