GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლუკა კურტანიძემ ორი ადამიანი სცემა
17:22 01.10.2012
დღის სიახლეები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეშფოთებული და თავზარდაცემულია, რომ ამომრჩევლებზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებიც ფიგურირებენ.

როგორც პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე, ლაგოდეხის ოლქის, სოფელ ცოდნისკარის #8 უბანზე, რვა ავტომობილით, თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, სადაც ორი ადამიანი სასტიკად სცემეს, რომელებიც ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

თაქთაქიშვილის თქმით, ბოლნისში, #55 უბანზე, „ქართული ოცნების“ სიის 155-ე ნოემერი რამიზ ბაქოროვი აგიტაციას ეწეოდა და მას თან ჰქონდა დამკვირვებლის ბეიჯი.

„ბაქიროვი ერთ-ერთ ამომრჩეველს ხმის მიცემის დროს კაბინაშიც კი შეჰყვა, რითაც კანონი დაირღვა. ამასთან, გლდანის საარჩევნო ოლქის #77 და #78 უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორი ცირა ცხაკაია კენჭისყრის შენობის შესასვლელში ნიკოლოზ ხაჩირიშვილის წინააღმდეგ აგიტაციას ეწეოდა. ასევე, აგიტაციას ეწეოდენენ ისნის რაიონის ოლქის #75 უბანზე და სოფელ დიცის სარჩევნო უბანზე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩევლებს მოწოდებით მიმართავდნენ, რომ თუ 41-ს არ შემოხაზავენ საქართველოში ომი დაიწყება.

ამასთან, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიას #70 საარჩევნო უბანზე ოცნების შტაბის უფროსმა ფიფიამ კომისიის თავმჯდომარეს მურმან შეროზიას სილა გააწნა და შეაფურთხა. ისნის ოლქის #36 უბანზე ოცნების აქტივისტმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თამარ მეცხავრიშვილის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების მოწვევით კამპანიას ახორციელებდა“-განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოპონენტებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობრივი მეთოდები ამომრჩევლის მიმართ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა1
მეცნიერებმა შიდსის მსგავსი დაავადება აღმოაჩინეს2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი მთავრობა დამტკიცდა3
შსს-მ „ქართული ოცნების“ 3 წევრი დააკავა4
ფოტორეპორტაჟი განახლებული თელავიდან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X