GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მეთაურის გულგრილობის გამო მჟავათი დამწვარი ჯარისკაცი სიკვდილს ებრძვის
22:49 08.10.2012
დღის სიახლეები

დაზარალებულის დის განცხადებით, ნიკიტა აკიშინი ჯარში 2011 წელს გაიწვიეს. ის პრიმორსკის მხარეში გაგზავნეს.

ცნობილია, რომ აკიშინმა დამწვრობა მაშინ მიიღო, როცა  სხვა რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად მეთაურის ბრძანებით უცნობი სითხით სავსე კანისტრებს ტვირთავდა.

ჯარისკაცებს ეგონათ, რომ კანისტრებში დიზელი ესხა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მჟავათი სავსე ჭურჭელი იყო.

ნიკიტას ხელში ყველაზე დიდი ავზი აუფეთქდა. მან დამწვრობა მიიღო - წაიქცა და ექიმის გამოძახებას ითხოვდა. თუმცა ამის ნაცვლად მეთაურმა ხვოსტოვმა ბრძანა, ის გუბეში ჩაეწვინათ, დაებანათ და გაეგრძელებინათ მუშაობა.

მეთაურმა თავისი პირადი ავტომანქანით ჯარისკაცი სოფლის საავადმყოფოში მხოლოდ 2 საათის შემდეგ მიიყვანა. ექიმების დასკვნით, ახალგაზრდამ სხეულის 18%-ის დამწვრობა მიიღო - სახესა და ტანზე.

ამასთან, ერთი კვირის მანძილზე აკიშინი კლინიკაში იმყოფებოდა, როგორც სამოქალაქო პირი, ოფიცერმა ის მის სტუმრად წარადგინა.

დამწვარი ჯარისკაცი სამხედრო ჰოსპიტალში  მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გადაიყვანეს, სადაც მისი დის თქმით, გაურკვეველი ნემსი გაუკეთეს, რომელმაც აკიშინის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

„ახლა ის ბოდავს და საკუთარ დედასაც ვეღარ ცნობს“ - აცხადებს დაზარალებულის და და დასძენს, რომ სამხედროებს დანაშაულის დაფარვა სურთ, თუნდაც ჯარისკაცის სიკვდილის ფასად.

სამხედრო პროკურატურა მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას ატარებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული1
თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი წევრი ზურაბ აბაშიძე შესაძლოა ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნოს2
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს3
ახალი მინისტრები მუშაობას შეუდგნენ4
შტეფან ფულე მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X